სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩატარდება თუ არა გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდა მოსწავლეებისთვის?
17-05-2022
-
+


ჩატარდება თუ არა გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდა მოსწავლეებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს, ჯერჯერობით უცნობია. როგორც განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, აღნიშნულთან დაკავშირებით განატლების მინისტრმა უნდა გამოსცეს ბრძანება. 

უწყების განმარტებით, მას შემდეგ, რაც ჩხენკელი გამოსცემს ბრძანებას, დოკუმენტი გადაეგზავნებათ რესურსცენტრებს, რომლებიც თავის მხრივ, სკოლებს მიაწვდიან ინფორმაციას. თუმცა გამოიცემა თუ არა ბრძანება, ეს საკითხი დაზუსტებული არ არის. შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლიდან გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდა მოსწავლეებს აღარ ჩაუბარებიათ, არადა მანამდე  არსებული წესით, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში გააცდენდა საგნისთვის, კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ს და მეტს, ფასდებოდა მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

ცნობისთვის, იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნული გამოცდები სასწავლო წლის დასრულების შემდგომ ინიშნებოდა,  ჯამდებოდა მოსწავლეთა გაცდენები თითოული საგნის მიხედვით და დგინდებოდა საბოლოო ქულები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება