სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეეძლებათ თუ არა სკოლებს ახალ პროექტში უკვე არსებული წრეებით ჩართვა და როდის მოხდება კრედიტქულების ასახვა?
23-03-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი პროექტი - „სასკოლო აქტივობების პროგრამა“ აპრილიდან დაიწყება. 

პროგრამა ითვალისწინებს გრანტების გაცემას და სხვადასხვა მიმართულების სასკოლო ინიციატივების (წრეების, კლუბების) დაფინანსებას. აქტივობაში მასწავლებელს 0,5-დან 2 კრედიტქულამდე მიენიჭება. კრედიტქულის ასახვა eSchool-ის ბაზაში პროგრამის დასრულების შემდეგ მოხდება. პროგრამა კი 2018 წლის დეკემბერში სრულდება.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ლალი კალანდაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მასწავლებელს უკვე არსებული წრეებითაც შეეძლებათ პროგრამაში ჩართვა:

„თუ მასწავლებლებს უკვე ჩამოყალიბებული აქვთ წრეები, შეეძლებათ ამ პროგრამაში ჩართვა, რაიმე შეზღუდვა ამ მხრივ არ გვაქვს. განცხადებები უნდა გამოგზავნონ, რომ ამ უკვე არსებული წრეებით სურთ პროგრამაში მონაწილეობა. ეს იქნება არსებული წრის გამაძლიერებელად მიმართული რესურსები. სპეციალურად შერჩეული კომისია განსაზღვრავს, რომელი წრეები დაფინანსდება და რომელი - არა.“

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში 500 სკოლა მიიღებს გრანტს სხვადასხვა ინიციატივის დაფინანსებისთვის.

გაეცანით ასევე „სასკოლო აქტივობების პროგრამა“ სკოლებში აპრილიდან დაიწყება - დეტალები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება