სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სასკოლო აქტივობების პროგრამა“ სკოლებში აპრილიდან დაიწყება - დეტალები
13-03-2018
-
+


„თავისუფალი გაკვეთილები“ სკოლებში აღარ იქნება. მის ნაცვლად აპრილიდან „სასკოლო აქტივობების პროგრამა“ დაიწყება და დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში, სკოლების მიერ დაფუძნებული წრეები და კლუბები 1000 ლარით დაფინანსდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ლალი კალანდაძის თქმით, აქტივობების განხორციელება ისევ 4 მიმართულებით იქნება შესაძლებელი: 

„აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, ისევ იგივე მიმართულებებია: სპორტული აქტივობები,  წიგნიერების განვითარება, კულტურა/ხელოვნება, ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები. თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სახელოვნებო მიმართულებს. წინა პროექტისგან განსხვავებით, „სასკოლო აქტივობების პროგრამაში“ მონაწილეობა მე-9 კლასელებსაც შეეძლებათ. როგორც იცით, „თავისუფალი გაკვეთილები“ მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეების ჩართულობას ითვალისწინებდა,“ - აღნიშნა Etaloni.ge-სთან საუბრისას ლალი კალანდაძემ.

მისივე თქმით, „სასკოლო აქტივობების პროგრამაზე“ განცხადებების მიღება მარტის ბოლოდან დაიწყება და დაახლოებით 500 სკოლა მიიღებს გრანტს სხვადასხვა ინიციატივის დაფინანსებისთვის:

„წელს ამ პროგრამის ფარგლებში, 500-მდე სკოლა მიიღებს გრანტს. პრიორიტეტი მიენიჭება მცირეკონტინგენტიან სკოლებს, თუმცა სასკოლო ინიციატივების დაფინანსების ალბათობა ნებისმიერი სკოლისათვის მაღალია. წრეების ჩამოყალიბებაზე შეზღუდვა არ გვაქვს დაწესებული. ბუნებრივია, თანაბრად გადანაწილდება გრანტები. ერთ სკოლას 10 წრე რომ ჰქონდეს და მეორეს არცერთის საშუალება არ მივცეთ, ასე არ მოხდება.“ 

რაც შეეხება, „თავისუფალ გაკვეთილებს,“ რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით გასული წლის მარტიდან დაიწყო, ლალი კალანდაძის ინფორმაციით, წარმატებით განხორციელდა. 

„თავისუფალი გაკვეთილები“ ძალიან წარატებით განხორციელდა. მასში 900-ზე მეტი სკოლა მონაწილეობდა. თითოეული მათგანისთვის გრანტის სახით 3000 ლარი გაიცა. პროექტში ჩართული იყო დაახლოებით 45 000 ათასამდე მოსწავლე და 3500-მდე მასწავლებელი, რომელებმაც აიღეს, როგორც დამატებითი ანაზღაურება, ასევე კრედიტქულები. პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით, სკოლებმა დამატებითი რესურსები შეძინეს,“ - აღნიშნა ლალი კალანდაძემ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება