სიახლეები
სკოლები

თბილისის თანამედროვე სტანდარტების N2 საჯარო სკოლა 75 პირველკლასელს მიიღებს
11-05-2022
-
+


თბილისის N2 საჯარო სკოლის ამოსავალი წერტილი მოსწავლეზე ორიენტირებული, კომფორტული და პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული სასწავლო გარემოს შექმნაა.

მოსწავლეები გაძლიერებულად ინგლისურ ენასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შეისწავლიან; ასევე, აღსანიშნავია, რომ მეორე უცხო ენად იტალიური ენაა არჩეული, რასაც მშობელთა მხრიდან დიდი მოწონება და მხარდაჭერა მოჰყვა.

სკოლის მოსწავლეებს უმრავი სპორტული მიღწევა აქვთ და ასევე, მრავალ საგანმანათლებლო პროექტში დირექტორისა და ადმინისტრაციის წევრების ხელშეწყობითა თუ მხარდაჭერით მონაწილეობენ.

თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, გალაქტიონ მინდიაშვილმა etaloni.ge-სთან აღნიშნა, რომ სკოლაში ბევრი სიახლე წარმატებით ინერგება და პირველკლასელთა მისაღებად სრული მზაობაა.

გალაქტიონ მინდიაშვილი მოსწავლეებისთვის საუკეთესო სასწავლო გარემოს შესაქმნელად მუდამ თავდაუზოგავად შრომობს, რაც ბავშვების წარმატებაზე დადებითად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა, თბილისის N2 საჯარო სკოლაში პროექტები არ შეჩერებულა და ისინი ონლაინ ფორმატშიც წარმატებით მიმდინარეობდა. დირექტორი და ადმინისტრაციის წევრები ყოველთვის სიხარულით აღნიშნავენ, რომ სკოლაში ბავშვებზე მორგებული გარემოა, რასაც მშობლები გრძნობენ და შესაბამისად, ნდობას უცხადებენ.

„2021-2022 სასწავლო წლით კმაყოფილი ვარ, პირველ რიგში იმიტომ, რომ პანდემია გარკვეულწილად დავამარცხეთ და ბავშვები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. ეს კი სკოლის ნებისმიერი ხელმძღვანელისა და მასწავლებლისთვის დიდი ბედნიერებაა. ბავშვების საკლასო ოთახებში დაბრუნებით კი პედაგოგებს მეტი მოტივაცია გვაქვს.

სკოლაში ბევრი გეგმა, სიახლე და გამოწვევა გვაქვს - „ახალი სკოლის მოდელით“ დაწყებული მეორე უცხო ენით დამთავრებული. ჩვენ ყველა იმ სიახლეს მივესალმებით, რომლებიც სწავლაზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე განათლების სამინისტრო დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარებას გეგმავს, რათა გავიგოთ, რას ვიწყებთ, რას ვემსახურებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ სამინისტროს გვერდით ვუდგავართ. აღნიშნულ ინიციატივას პირადად მე დადებითად ვაფასებ.

ჩვენს სკოლას პირველკლასელების დაახლოებით 3 პარალელის მიღების რესურსი აქვს და წელს დაახლოებით 75 მოსწავლეს ველოდით. როგორც ცნობილია, საყოველთაო რეგისტრაცია 24 მაისიდან დაიწყება და ჩვენი მხრივ, გვინდა, სამივე პარალელი გავხსნათ. მოსწავლეების მისაღებად მზად ვართ. ასევე, მინდა დავამატო, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც 1 ოქტომბრამდე დაბადებულ ბავშვებს შეუძლიათ სკოლაში შემოსვლა, მისასლმებელ8ია. ეს თარიღი იმიტომ აირჩიეს, რომ სკოლებში ბევრი მოსწავლე არ მოვიდეს და რესურსი გვეყოს. თუმცა, თბილისის N2 საჯარო სკოლა ადამიანური რესურსით, ინფრასტრუქტურითა და საკლასო ოთახებითაც სრულად მზად ვართ.

ვფიქრობ, ჩვენი სკოლა მშობლებმა და მოსწავლეებმა იმიტომ უნდა აირჩიონ, რომ აქ გარემო ბავშვებისთვის არის ძალიან კარგი. მასწავლებელი იქნება ეს თუ ადმინისტრაცია, ყველა მოსწავლეზეა ორიენტირებული. ასევე, ჩვენთან გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა, მათემატიკა - ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნები. ამ ყველაფერს უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ და მშობლები ნდობას გვიცხადებენ, რისი დასტურიც ის გახლავთ, რომ სწორედ ჩვენს სკოლას ირჩევენ.

თბილისის N2 საჯარო სკოლა მიღწევებითაც გამორჩეულია, რაც ძალიან მახარებს. მართალია, პანდემიამ გარკვეულწილად შეგვაფერხა, თუმცა მოსწავლეების წარმატებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. გვაქვს როგორც სპორტული მიღწევები - ჩვენი ბავშვები არიან მინი ფეხბურთისა და „მხიარული სტარტების“ ჩემპიონები, ასევე ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ გამარჯვებულებიც გახლავთ. აქტიურად ვმონაწილეობთ არაფორმალური განათლების პროექტებში, მათ შორის გამორჩეულად - საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“, ჩართულები ვართ izrune.ge-ში და სხვა უამრავ აქტივობაში. ნებისმიერ პროექტში, რომლებიც ბავშვებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ, როგორც საკუთარი ცოდნა, ისე უნარები ვიღებთ მონაწილეობას. ეს კი მოსწავლეებში მოტივაციას ერთი-ორად ამაღლებს.

აქვე დავამატებ, რომ ინფრასტრუქტურის მხრივ სკოლაში კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოა შექმნილი. საბუნებისმეტყველო საგნების - ბიოლოგიისა და ფიზიკის კაბინეტები სრული დატვირთვით მუშაობენ და ბავშვები ცოდნას პრაქტიკაში იღებენ. დავძენ, რომ ამ წუთას მეგობარ სკოლას ვმასპინძლობთ, რომელიც 2 წლის განმავლობაში დარჩება ჩვენთან (მათ სკოლას რეაბილიტაცია უტარდება), როდესაც მასპინძლობას მოვრჩებით განათლების სამინისტრო დაპირებულია, რომ ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენთანაც ჩატარდება“.

დირექტორის მოადგილემ, თეონა არველაძემ კი სასკოლო ცხოვრებაზე დეტალურად ისაუბრა; როგორც მისგან გახდა ცნობილი, სკოლაში უამრავ პროექტს გეგმავენ და ასევე, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს ყოველთვის მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნავენ. თეონა არველაძემ ასევე, ყურადღება გაამახვილა საბუნებისმეტყველო კაბინეტებისა და იმის შესახებ, რომ ბავშვები იტალიურ ენას შეისწავლიან, რაც გაცვლით პროგრამებში აუცილებლად წაადგებათ.

„ჩვენმა სკოლამ ევროპული ენებიდან იტალიური ენა აირჩია ეს კი მშობლების ინტერესებიდან, დღევანდელი სიტუაციიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე გადაწყდა. ბავშვებს საშუალება ექნებათ, რომ მრავალ გაცვლით პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა და ენის ბარიერი არ ჰქონდეთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მშობლების უმრავლესობა დადებითად შეხვდა.

ასევე, სკოლაში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში - ფიზიკასა და ბიოლოგიაში, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ტარდება უამრავი ცდა, რაც ბავშვებს ინტერესს და ცოდნას კიდევ უფრო მეტად უღრმავებს. გაკვეთილები პრაქტიკული თვალსაზრისით უტარდებათ მოსწავლეებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი პედაგოგები იმ მასწავლებელთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომელთაც მაღალი კვალიფიკაცია და საქმისადმი პროფესიონალური, ერთგული მიდგომა გააჩნიათ.

სკოლაში ძირითადად წამყვანის, მენტორისა და უფროსი სტატუსის პედაგოგები ასწავლიან. ყოველ კვირას სხვადასხვა კათედრებთან მიმდინარეობს შეხვედრები, რა დროსაც მასწავლებლებთან ერთად სიახლეების, დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიდის მსჯელობა თუ მუშაობა. ყველა სიახლე რაც განათლების სისტემაში ინერგება ამ შეხვედრების შემდგომ პრაქტიკაში მარტივად გადაგვაქვს. მოგეხსენებათ „ახალი სკოლის მოდელში“ ვართ ჩართულები და აქედან გამომდინარე შეხვედრების დროს ვმსჯელობთ პრაქტიკულ ცხოვრებაში მარტივად განსახორციელებელ გზებზე. ასევე, პანდემიის პერიოდში განვახორციელეთ პროექტი - „ბრძოლა უხილავ მტერთან“, რომელშიც როგორც მშობლები ასევე, ყველა პედაგოგი და სკოლის ექიმი იყო ჩართული. სწორედ ამ პროექტმა შეუწყო ხელი პედაგოგების 100%-იან იმუნიზაციას.

ონლაინ სწავლების დროს პროექტების მხრივ ერთი წუთითაც არ გავჩერებულვართ. გამოვიყენეთ ყველა ის რესურსი, რომელთაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გვთავაზობდა. პედაგოგებმა გაიარეს სხვადასხვა ტრენინგი და გაკვეთილები ნაყოფიერად ტარდებოდა.

მას შემდეგ, რაც შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა სამომავლოდ უამრავ საინტერესო პროექტსა და ღონისძიებას ვგეგმავთ. მათ შორის, მაისის ბოლოს იგეგმება გრანდიოზული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც საბუნებისმეტყველო კაბინეტს მეცნიერებათა დოქტორის, ნუგზარ არჩვაძის სახელი მიენიჭება. ვგეგმავთ, ღონისძიებაზე რამდენიმე უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მოვიწვიოთ. ამ აქტივობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან.

ასევე, იგეგმება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ტრადიციად გვაქვს ქცეული, რომ ამა თუ იმ ისტორიული თარიღისა თუ მოვლენის აღნიშვნამდე, მოსწავლეებს დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის“.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება