სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სადიაგნოსტიკო ტესტირება მასწავლებლებს სასწავლო დანაკლისის განსაზღვრაში დაეხმარება“ - მარინა გოცირიძე, თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი
06-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგებისთვის და განსაკუთრებით კი დირექტორებისთვის მიმდინარე წელი სიახლეებითა და ცვლილებებით იყო დატვირთული. საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოს წარმატებული სკოლების დირექტორები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ჰიბრიდული სწავლება, სადიაგნოსტიკო ტესტირება და ა.შ.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის გასაგებად etaloni.ge ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორს, მარინა გოცირიძეს დაუკავშირდა.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც თუ დარჩება იქნება კარგი იმ კუთხით, რომ განსაკუთრებული ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისას ძალიან გამოგვადგება, როგორც მასწავლებლებს ასევე, მოსწავლეებს და ზოგადად სკოლას.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- ვფიქრობ ეს საჭიროა. სკოლა და მასწავლებელი მაინც ახდენს მოსწავლეებში პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკლისების გამოკვლევას, ცდილობს განსაზღვროს იგი და დასახოს აღმოფხვრის გონივრული გზები. სადიაგნოსტიკო ტესტირება მასწავლებლებს სასწავლო დანაკლისის განსაზღვრაში დაეხმარება. როდესაც განსაზღვრული იქნება სასწავლო დანაკლისები, მოხდება პრობლემის აღმოფხვრის უფრო გონივრული გზების დასახვა.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- აუცილებლად ვეცდები დრო უფრო ეფექტურად გავანაწილო, დამატებითი დროც გამოვყო სასწავლო დანაკლისების ასანაზღაურებლად. ვფიქრობ, დამატებითი დრო აუცილებელად იქნება საჭირო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
„ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მსჯელობდნენ მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე“
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება