სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წრომის საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამარ ხაჩიურიძემ საგნობრივ ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი დაიმსახურა
05-05-2022
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა თუ აქტივობებში მუდამ ხალისით და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლა კიდევ ერთმა გამორჩეულმა მოსწავლემ, თამარ ხაჩიურიძემ ასახელა, რომელმაც „კინგსის“ ოლიმპიადაში სამ საგნობრივ კატეგორიაში - ქართულში, მათემატიკასა და ბუნებაში წარმატებით იასპარეზა. ნიჭიერმა მოსწავლემ ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

მოსწავლეს სკოლის დირექტორმა, ნანული პაპუაშვილმა განსაკუთრებულად ემოციურად მიულოცა.

„ამ პატარა გოგონამ (ხაჩიურიძე თამარი) გვასახელა და წარმატებები მოგვიტანა. მადლობა მის მაწავლებლებს - ლია გაგნიძეს და სოფიო ბორცვაძეს​ და მშობელს, ლაურა მურჯიკნელს. მწვერვალები დაგეპყროთ​ ჩემო ბავშვებო“, - აღნიშნულია დირექტორის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

სიახლეები

„ხელფასები დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა“ - ფინანსთა მინისტრი

საბაზო საფეხური წარჩინებით 14 600-მა მოსწავლემ დაამთავრა - ბიუჯეტი

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„ჩვენი პატარები ისედაც გამორჩეულები არიან, მაგრამ ამ ფორმებში კიდევ უფრო ელეგანტურები და სკოლის ნამდვილი პატარა გუნდის წევრები ჩანან“

პროექტმა ერთიანად მოიცვა I-XII კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სასკოლო საზოგადოება
 
საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება