| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კიდევ ერთი დატვირთული და საინტერესო სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მას Etaloni.ge-სთან ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი აფასებს. ის სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე, სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, განვლილ პერიოდსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.
- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს ?
- იმის გათვალისწინებით, რომ covid19 ის რამდენიმე ტალღა გადავიტანეთ, განვლილ სასწავლო წელს დამაკმაყოფილებლად შევაფასებდი.
- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?
- ჰიბრიდული სწავლების მოდელი სკოლაში არ უნდა დარჩეს.
- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?
- სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარება საჭიროა ყველა სკოლაში,თუ სკოლა მიმდინარეობს პირისპირ სწავლებით და ასევე, აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და რესურსებით.
- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?
- სკოლაში შევიძენდი საჭირო სასწავლო რესურს და შევქმნიდი კომპიუტერულ ოთახებს.
- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მატად და რატომ ?
- განათლების სისტემაში მომწონს, რომ არაქართულენოვან სკოლებში გაძლიერდა ქართული ენის სწავლება, საქართველოში ყველა მცხოვრებმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ქართული ენა კომუნიკაციისთვის.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება