სიახლეები
ყველაზე პოპულარული


ტრენინგები ახლადრეგისტრირებული პედაგოგებისთვის - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს
05-03-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, eTwinning-ის მონაწილე და ახლად რეგისტრირებული მასწავლებლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.

eTwinning-ის პროექტში ახლად რეგისტრირებული მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იყო ტრენინგი თემაზე: „ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე (ESEP) მუშაობა და eTwinning-ის პროექტების ინიცირება“.

შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის (ESEP) შესაძლებლობებს და გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით ჩაერთნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობაში. შედეგად eTwinning-ის პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიდან, კიდევ 100-მდე ახლად რეგისტრირებული მასწავლებელი შეემატა.

eTwinning-ის უკვე მოქმედი მასწავლებლებისთვის კი ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში“. მონაწილეებმა გაიარეს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების კურსი და ამ სფეროში გამოცდილი პროფესიონალების ხელშეწყობით გაიღრმავეს ცოდნა ხელოვნური ინტელექტის სწავლა-სწავლების პროცესში ეფექტური ინტეგრირების მიმართულებით.

მიღებული ცოდნა და გამოცდილება მასწავლებლებს ხელს შეუწყობს პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაში, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურ მონაწილეობაში.

ტრენინგები როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში გაიმართა. მონაწილე მასწავლებლებისთვის რეგიონული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოს მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თბილისში, ხოლო დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქუთაისის ოფისში.

ტრენინგებში ჯამში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 500-მდე მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

2 მილიონამდე სასკოლო ფორმის შეკერვა განათლების სამინისტროს 45 მილიონი ლარი დაუჯდება - დეტალები

„ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში“...

„პროგრამა მოდიციფირდება ისე, რომ ეფექტური გახდეს მასწავლებელთა დეფიციტის მართვა“...

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეროვნულებზე არჩევით საგნებს შესაძლოა კიდევ ერთი გამოცდა დაემატოს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ფორმით გაეცოცხლებინათ საყვარელი პერსონაჟები

„კითხვების მარათონის“ ორგანიზატორი პედაგოგი ნათია ხუცურაული გახლდათ

წერილი დედამიწას - მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დრე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება