სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე
05-03-2026
-
+


თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა, - ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

ორგანიზაცია პირველი ინსტანციის სასამართლოში 11 ყოფილი ბენეფიციარის ინტერესებს წარმოადგენდა და თითოეული მათგანისათვის 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა დაევალა.

„საქმის განხილვა, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ PHR-მა სასამართლოში სარჩელი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2024 წლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში შეიტანა. აღნიშნულ პერიოდში, გადაწყვეტილების დროულად მიღების მოთხოვნით, PHR-მა სასამართლოს ოთხჯერ მიმართა.

PHR-ის პოზიციის თანახმად, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ვერანაირი თანხა ვერ იქნება ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ექვივალენტური. თუმცა, კომპენსაცია უნდა იყოს ღირსეული და შეესაბამებოდეს კონკრეტულ გარემოებებს, მათ შორის ყოფილი აღსაზრდელების ასაკს, მათ განსაკუთრებულ მოწყვლადობას, ძალადობის ფორმებსა და ხანგრძლივობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის შეფასებით, პანსიონში არსებული პრაქტიკა, რიგ შემთხვევებში, უთანაბრდებოდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაცვისა და მხარდაჭერის მომეტებულ ვალდებულებას წარმოშობდა.

PHR-მა კომპენსაციის ოდენობის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

„ეს აპლიკაციები ბავშვებს ხელს უშლის საშინაო დავალებების შესრულებაში, წიგნების კითხვაში, მეგობრების ნახვაში... “

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება