სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლობა საუკეთესო პროფესიაა“ - პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა თოთაძე
05-03-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა თოთაძე მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას გულანთებული ემსახურება. 

მისი თქმით, მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობას და ქვეყანას განათლებულ და ღირსეულ მომავალ თაობას უზრდის. 

 etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა თოთაძე პასუხობს. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- როცა მის თითოეულ ნაბიჯსა და საქციელზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაგალითად დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში მივცემთ კიდევ დამატებით შესალებლობას, შეასრულოს დავალება და წარმოაჩინოს საკუთარი თავი. დადებითი კომენტარით უნდა აუმაღლო მოტივაცია, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა დაეუფლოს და აღარ მოვიდეს უსწავლელი ან დავალების გარეშე.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მოტივაციის ამღლება, მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარება.

- სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ...

- ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მეგობრობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა, ურთიერთპატივისცემა.

-  მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

- ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა, დახმარება და გვერდში დგომა გამოუვალ სიტუაციებში.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- მოსწავლე კლასში თავს გრძნობს სრულფასოვნად, აქტიურად არის საგაკვეთილო პროცესში ჩართული და არ ზის მსმენელის როლში.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს...

- კრიტიკული აზროვნება, და გამოსავალის პოვნა გამოუვალო მდგომარეობაშიც კი.

-  ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ყოველთვის მომწონდა მასწავლებლად ყოფნა. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და სახალისოა. იმდენ რამეს სწავლიობ მათგან. როცა გაკვეთილზე შევდივარ მათი ანთებული თვალებით მზერა და სწავლის წყურვილი მავსებს დადებითი ემოციებით. მასწავლებლობა საუკეთესო პროფესიაა და ეს ყოველთვის ვიცოდი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება