სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N24 საჯარო სკოლაში საპილოტე საგანი - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ისწავლება
04-05-2022
-
+


თბილისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სექტემბრიდან სკოლის X კლასში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საპილოტე საგანი - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ისწავლება.

მიზანი მოსწავლის პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების მხარდაჭერაა.

საგნის შესწავლა ხელს უწყობს მოსწავლეს, რომ შეიმეცნოს ექსტრემალურ სიტუაციებში უსაფრთხოდ მოქმედების მეთოდები, გააცნობიეროს პირველადი დახმარების მნიშვნელობა საკუთარი და გვერდით მყოფის სიცოცხლის გადასარჩენად. გარდა ზემო აღნიშნულისა, საგანი ასევე მოიცავდა შეიარაღებისა და საბრძოლო მომზადების საკითხებზე საბაზისო ინფორმაციის მიწოდებასა და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში, ღია კარის დღის ფარგლებში, ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობა, რომელიც საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მეორე თემის - „სამხედრო სამსახური, შეიარაღება და საველე უნარების“ შინაარსიდან გამომდინარე, საჭიროებდა: ინდივიდუალური აღჭურვილობისა და საბრძოლო საშუალებების გაცნობას, პირველადი დახმარების აღმოჩენას, სასწავლო წერტილების გაცნობას, იარაღის სისტემების, საბრძოლო ტექნიკის, ჯარისკაცთა საცხოვრებელი პირობებისა და ადგილების დათვალიერებას.

აღსანიშნავია, რომ მე-4 ქვეით ბრიგადაში საჯარო სკოლების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა და ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი დაესწრო.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ამ შესაძლებლობისათვის და პედაგოგს, ზურაბ ტარუაშვილს, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება