სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პერსონაჟის მიერ წარმოთქმული საჯარო სიტყვა“ - ლიის თემის N2 სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი კომპლექსური დავალება
26-04-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ასმათ კვარაცხელიამ გაკვეთილი ჩაატარა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პროდუქტი - „პერსონაჟის მიერ წარმოთქმული საჯარო სიტყვა“ წარადგინეს.


თემატური ბლოკი იყო: დრო, სივრცე და პერსონაჟი. სამიზნე ცნება - ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია, ხოლო ქვეცნებები: თემა და იდეა, პერსონაჟი, პერსონაჟის ხედვის კუთხე, ავტორისა და პერსონაჟის იდენტიფიცირება, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარების განვითარება, რასაც მოსწავლეებმა ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა საფეხურის ეტაპობრივად გავლის შედეგად მიაღწიეს..

ბავშვებმა დაამუშავეს ტექსტები, მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა, გააქტიურეს წარმოსახვა, გაეცნენ ავტორებს, მოახდინეს პერსონაჟთა იდენტიფიცირება, გამოიკვლიეს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები, გაარკვიეს კონტექსტი.

რიტორიკის ხუთი ნაწილის გათვალისწინებით (გამოგონება, დისპოზიცია, მეტყველება, მემორია და მოქმედება) შექმნეს საჯარო სიტყვის ნიმუში, რომელიც აუდიტორიის გათვალისწინებით წარმოთქვეს.

ასევე, შეასრულეს სახალისო სავარჯიშოები, გააკეთეს ჩანახატები კარიკატურის და ფოტოს გამოყენებით. ბოლოს შეაჯამეს თავიანთი ნამუშევრები, მიმართეს თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების მეთოდებს. რეფლესიის შედეგად კი დადეს დასკვნები. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილმა საინტერესოდ და შემოქმედებითად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება