| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. სკოლის პედაგოგები, დირექციის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ.
სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არ დარჩენილა 9 აპრილი. სკოლაში ღონისძიება - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ გაიმართა.
მოსწავლეები შავი მაისურებით შეიმოსნენ, რომელსაც წითლად ეწერა - „ჩვენ გვახსოვს 1989 წლის 9 აპრილი“ და ღონისძიების ფარგლებში, წაიკითხეს ლექსები და 9 აპრილისადმი მიძღვნილი სიტყვები. ასევე ფანდურის თანხლებით, რამოდენიმე სიმღერა შეასრულეს.
მოსწავლეებმა ეს ისტორიული დღე ტკივილით გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის ისტორიის მასწავლებელს, თეა ბალახაშვილს ღონისძიების ორგანიზებისათვის, თითოეულ მოსწავლეს კი აქტიურობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ