სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლებს მხოლოდ პროგრამული ცოდნა არ უნდა მოეთხოვებოდეთ“ - რატომ მოდის მუსიკის გამოცდაში არაპროგრამული საკითხები?
08-04-2022
-
+


მუსიკის გამოცდაზე ტესტის მაქსმალური ქულა 70-ია, ხოლო მინიმალური ბარიერის დასაძლევად აპლიკანტებმა 43 ქულა უნდა მოიპოვონ. აღსანიშნავია, რომ ტესტი 42 საკითხისგან შედგება და არის როგორც ღია, ისე დახურული კითხვები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მუსიკის ჯგუფის წარმომადგენელი - მაია კიკნაძე განმარტავს, რა ტიპის დავალებები მისდით მასწავლებლებს, რატომ შეიძლება გამოცდაზე არაპროგრამული ნაწარმოები მოვიდეს და რეალურად, რას ემსახურება, რა უნარების გამოვლენაზეა ორიენტიურებული მუსიკის ტესტი:

- ტესტი აგებულია გამორიცხვის მეთოდით. ვთქვათ, არ იცით საკითხი კონკრეტულ დავალებაში და გვგონია, რომ არ არის პროგრამული, გამორიცხვის მეთოდით, შეგიძლიათ, სწორ პასუხამდე მიხვიდეთ. ოთხი სავარაუდო პასუხიდან თუ ერთი  უცნობია, იმ სამს ხომ ცნობთ? გამორიცხვის მეთოდით შეგიძლიათ სწორ პასუხამდე მიხვიდეთ. ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია სააზროვნო უნარების განვითარებაც. მასწავლებელს მხოლოდ საპროგრამო მასალა ხომ არ უნდა მოეთხოვებოდეს. არის ნაწარმოებები, რომლებიც რთულად მიგაჩნიათ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ის მასწავლებელმა არ იცოდეს.

მხოლოდ კონკრეტულ პროგრამაზე ვერ იქნება დამოკიდებული  ცოდნა, მასწავლებელი ხომ უნდა განვითარდეს?! - ამიტომ ჩვენ ხანდახან სააზროვნო უნარების განსავითარებლად, ვაკეთებთ ასეთ რამეს, ეს საინტერესოა - ჩვენ ასე ვფიქრობთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი - გამორიცხვის მეთოდით გაქვთ საშუალება, სწორი პასუხი ამოარჩიოთ.

მოსასმენი დავალება შედგება 10 კითხვისგან. თითოულ მოსასმენს აქვს ორი კითხვა, ასე რომ, ეს დავალებაც საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა.

ძალიან ბევრი კითხვაა კარნახზე, საკმაოდ რთულია, დიდი ხანია არ დაუწერიათ და შეიძლება, დროში ვერ ჩაეტიონ და ა.შ. მინდა გითხრათ - კარნახიც საკმაოდ მარტივია, 8-ტაქტიანი და ყოველთვის ვცდილობთ, იყოს ნაცნობი, ერთხმიანი მელოდია. დამეთანხმებით, კონსერვატორიასა და სამუსიკო სკოლებში ორხმიანი და სამხმიანი კარნახიც დაგიწერიათ მუსიკის პედაგოგებს. ეს აუცილებელი დავალებაა, სკოლაში მოსწავლეებსაც აწერინებენ კარნახს და თვითონ მასწავლებელმაც ხომ უნდა იცოდეს კარნახის ჩაწერა?!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება