სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს სკოლებში უკრაინელი მასწავლებლები დასაქმდებიან - სამინისტროს განმარტება
29-03-2022
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით ეს გადაწყვეტილება უკრაინელი მოსწავლეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა ექნებათ განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ჩნდება ლოგიკური კითხვა - რომელიც პედაგოგები დასაქმდებიან უკრაინულ სექტორში? 

განათლების სამინისტროში, Etaloni-ge-სთვის განმარტეს, რომ უკრაინულენოვან სექტორში პედაგოგებად საქართველოში ჩამოსული უკრაინელი მასწავლებლების დასაქმება აქტიურად განიხილება, თუმცა ადგილობრივ მასწავლებლებსაც აქვთ დასაქმების შანსი.

„უკრაინული სექტორი ამ ეტაპზე გახსნილი არ არის. ზოგადად საუბარია, რომ უნდა გაიხსნას. რაც შეეხება დასაქმებულებს - როგორც უკრაინიდან ჩამოსული პედაგოგები განიხილებიან მასწავლებლებად ასევე, ქართველებიც, რომელთაც აქვთ პედაგოგიური განათლება და ფლობენ უკრაინულ ენას“. 

ჩხენკელის უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ქართველი პედაგოგი, რომელიც ზემოთ ნახსენებ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, უნდა დაუკავშირდეს სამინისტროს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება