სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

მცხეთის მუნიციპალიტეტი „ეტალონ მოსწავლეს“ სიურპრიზს უმზადებს
06-03-2018
-
+


ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „მცხეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, მცხეთის რესურსცენტრში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მასში მცხეთის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი მონიკა ბურკაუსკიენე, მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ზურა ივანიშვილი, მერიის კულტურის განყოფილების უფროსი შორენა არჯევანიძე, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მაია თელია,  სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

უშუალოდ ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე, გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ქალაქ მცხეთის ეტალონ მოსწავლე“ ალექსანდრე ხუროშვილისა და „მცხეთის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლე“ ნუცა დიღმელაშვილის გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლების ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

მცხეთის N1 და მისაქციელის საჯარო სკოლებს კი „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცათ, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

„მცხეთის ეტალონს მოსწავლეს“ ლიტვის საელჩოსგან ლიტვის ისტორიის წიგნი გადაეცემა საჩუქრად.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „მცხეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
































კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება