სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს 500, 350 და 250 ლარით დააჯილდოვებენ - დეტალები
23-03-2022
-
+


14 აპრილს, სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში, ცხადდება შემდეგი კონკურსები:

კონკურსის 1. შეცვალე ჟანრი - შექმენი კომიქსი ანუ გრაფიკული წიგნი

კონკურსის მიზანია მოსწავლეების მიერ ნასწავლი მხატვრული ნაწარმოების საფუძველზე კომიქსის (გრაფიკული წიგნის) შექმნა.

კონკურსი ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში. თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში /II-V კლასები; VI-VIII კლასები; IX-XII კლასები/ გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული.

კონკურსი 2.

სიუჟეტების მომზადება ენობრივი ნორმების შესახებ

კონკურსის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ამაღლება არაქართულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არაქართულენოვანი სკოლების /VII-XII კლასების/ მოსწავლეებს.

კონკურსი 3. არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებელთა გამოვლენა და დაჯილდოება

კონკურსის მიზანია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ქართული ენის პრესტიჟის ამაღლების კუთხით პედაგოგთა მონაწილეობისა და მათი წვლილის გამოვლენა ფორმალური და არაფორმალური სწავლების მიმართულებით.

კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ქართული და არაქართულენოვანი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.

სამივე კონკურსში გამოვლინდება სამ-სამი გამარჯვებული

პირველი პრემია - 500 ლარი

მეორე პრემია - 350 ლარი

მესამე პრემია - 250 ლარი

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით ელფოსტაზე: enadepartament@gmail.com

გამარჯვებულთა დაჯილდოება: 14.04.2022

კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება