სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში შეუჩერდება მასწავლებელს მიღებული სტატუსი?
31-03-2022
-
+


მასწავლებლებისთვის სტატუსის 3 სახე არსებობს - უფროსი, წამყვანი და მენტორი. მას შემდეგ რაც ჩანაწერი „პრატიკოსი“ პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემიდან გაქრა, პედაგოგთა ყველაზე დაბალი სტატუსი უფროსი გახდა.

კარიერული წინსვლისთვის პედაგოგებს ბევრი ვალდებულების შესრულება მოუწიათ. მათ შორისაა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება, კვლევის ჩატარება, გარე დაკვირვების გავლა და უამრავი ბიუროკრატიული საქმიანობა.

ბევრ მასწავლებელს ჰგონია, რომ მიღებული სტატუსი სამუდამოა და ისინი კარიერული წინსვლის სქემაში მუდმივად იქნებიან ჩართულები, თუ ერთხელ მოიპოვებენ სტატუსს. ამ საკითხზე გაუგებრობაა ხოლმე მასწავლებლობის მსურველთა შორისაც, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ თუ პედაგოგთა გამოცდას ჩააბარებენ და შემდეგ მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან, მათ უფროსის სტატუსი ავტომატურად მიენიჭებათ. რეალურად კი სტატუსი მხოლოდ მაშინ აქვს პედაგოგს/მასწავლებლობის მსურველს, როდესაც ის სკოლაში მუშაობს. თუ მასწავლებელი სამსახურს დატოვებს, ის პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემაშიც აღარ იქნება, შესაბამისად, შეუჩერდება მოპოვებული სტატუსი, თუნდაც მენტორი იყოს.

რა შეიძლება გახდეს სტატუსის შეჩერების საფუძველი?

„უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი პირისათვის მასწავლებლის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით.

უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მასწავლებელი, სტატუსის აღდგენის მიზნით. მიმართავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთანაც წარმოიშობა ახალი შრომითი ურთიერთობა.             

შეუძლია თუ არა პედაგოგს სტატუსის აღდგენა?

„უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის მიერ სტატუსის აღდგენის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ურთიერთობის აღდგენა/ახალი შრომითი ურთიერთობის წარმოშობა.

მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ჩერდება და აღდგება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე. შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს ელექტრონულ სისტემაში“, - წერია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება