სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ოზურგეთში საგამოცდო ცენტრი არ გაუქმდება“ - მაია მიმინოშვილი
02-03-2018
-
+


„ოზურგეთში საგამოცდო ცენტრი არ გაუქმდება,“ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში აბიტურიენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.

„არაფერი არ ყოფილა გადაწყვეტილი, ჩვენ უბრალოდ გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე. როდესაც საგამოცდო ცენტრი გავაუქმეთ სიღნაღში, იქ მსგავსი რეაქციები არ მოჰყოლია, თქვენ ძალიან გაღიზიანებულები ხართ. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ მოგისმინოთ, თქვენი არგუმენტები გავიგო და ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ. ალბათ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ოზურგეთში დარჩება საგამოცდო ცენტრი, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური ძალის, არც ერთი საკრებულოს წევრის, ან ხელმძღვანელის დაფასება, ეს მთლიანად არის ადგილობრივი აბიტურიენტების დამსახურება“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის ოზურგეთში სტუმრობას წინ უძღოდა აბიტურიენტების საპროტესტო აქცია-მსვლელობა, რომელიც ასევე დღეს გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ განუცხადა, რომ სამ მუნიციპალიტეტში - ხულოში, ფოთსა და ოზურგეთში საგამოცდო ცენტრები გაუქმდებოდა. გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება