სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამ მუნიციპალიტეტში საგამოცდო ცენტრები უქმდება
26-02-2018
-
+


ხულოში, ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები უქმდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ  Etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრის გაუქმების მიზეზი არის ის, რომ ამ მუნიციპალიტეტებში უმაღლესი სასწავლებლები არ არის:

„როდესაც აბიტურიენტები სტუდენტები გახდებიან, აპირებენ, რომ 4 წლის განმავლობაში ამა თუ იმ ქალაქში ისწავლონ ამა თუ იმ სასწავლებელში. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ რადგან ამ ქალაქში აპირებენ ცხოვრებას, გამოცდებზე მისვლასაც შეძლებენ. თუ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, გამოცდები ჩატარდება იმ ქალაქებში, სადაც არის უმაღლესი სასწავლებლები. სწორედ ამიტომ, არ გვექნება საგამოცდო ცენტრები ხულოში, ოზურგეთსა და ფოთში. ბევრ ქალაქსა თუ დაბაში არ ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგალითად, ზესტაფონში, რაჭა-ლეჩხუმში, კასპში,“ - აღნიშნა ივა მინდაძემ.

საგამოცდო ცენტრებთან დაკავშირებულ ცვლილებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულის ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ცვლილებები იქნებოდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება