სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აქვს თუ არა გრანტის მიღების შანსი აბიტურიენტს, რომელიც ორი სავალდებულო არჩევითი საგნიდან ერთში ჩაიჭრება?
17-05-2022
-
+


აბიტურიენტთა ნაწილი, გარდა სავალდებულო საგნებისა, რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გასვლას აპირებს, რადგან დამატებით ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარება  სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვის შესაძლებლობას ზრდის თუ აბიტურიენტის მიერ არჩეული საგნები ამ კონკრეტულ პროგრამას შეესაბამება.

რა მოხდება, თუ აბიტურიენტი, რომელიც არჩევითი საგნებიდან ორ საგანს აირჩევს, ერთ-ერთში ჩაიჭრება? კარგავს თუ არა ასეთ დროს აპლიკანტი გრანტის მიღების შანსს? - კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.

„თუ აბიტურიენტი ირჩევს ორ ან მეტ საგანს, ის ამდენჯერვე იღებს ჩარიცხვებში მონაწილეობას. საგრანტო კონკურსის დროს კი, თუ ერთ-ერთ მათგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ან გამოცდაზე არ გამოცხადდება, ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას“, - აცხადებენ „ნაეკში“.

მინიმუმ რამდენი ქულა უნდა აიღოს აპლიკანტმა, რომ გრანტი დაიმსახუროს?

გრანტის მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შედეგები ექნებათ გამოსაცდელებს. დაფინანსების მიღების შანსი იზრდება, თუ აბიტურიენტი გამოცდებზე 50-60%-იან ზღვარს გადალახავს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება