სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ჭიათურის წყალშავის საბავშვო ბაღში ბავშვების ჰოლისტურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ - იხილეთ, სკოლამდელი დაწესებულების შთამბეჭდავი პროექტი
16-03-2022
-
+


ბავშვთა კეთილდღეობასა და ჰოლისტურ განვითარებაზე ზრუნვა, კრეატიულ და პროფესიონალ ადამიანთა ჯგუფი, არსებული ბუნებრივი რესურსებისა და მეორადი მასალების მიზანმიმართულად გამოყენება, თემატურად სწორად დაგეგმილი აქტივობები სფეროების მიხედვით - აი ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს წარმატებული პროექტის განხორციელებას.

სწორედ ასე დაიგეგმა აქტივობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალშავის საბავშვო ბაღში. თოვლისა და წვიმის შედეგად ეზოში გაჩენილი გუბეები, რომლებიც მანამდე უფროსებს „ნერვებს უშლიდა“, შემდგომში ბავშვებისათვის საინტერესო აქტივობის ჩატარების ობიექტად იქცა.

ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე პროექტის თემა „წყლის ბინადრები“ იყო. დილის წრეზე შეკრებილმა პატარებმა თევზების შესახებ ისაუბრეს, დასვეს კითხვები და მოისმინეს ერთმანეთის მოსაზრებები. წიგნიერების ცენტრში აღმზრდელმა მათ ზღაპარი „ოქროს თევზი“ წაუკითხა. ხელოვნების ცენტრით დაინტერესებულმა პატარებმა კი მეორადი მასალისა და ფერადი ფურცლების გამოყენებით ანკესები და თევზები დაამზადეს. აქედან ერთი ოქროსფერი თევზი იყო. ამის შემდეგ ჯგუფის ოთახიდან ბავშვებმა ეზოში გადაინაცვლეს და სახალისო თამაშს შეუდგნენ.

უფროსებმა თევზები გუბეებში ჩაყარეს, პატარებმა კი თავიანთი გაკეთებული ანკესები მოიმარჯვეს და ნამდვილი თევზაობა გააჩაღეს. ყველა ოქროს თევზის დაჭერას ცდილობდა. ბოლოს კი დაჭერილი თევზები დათვალეს და ფერებისა და ზომების მიხედვით დაალაგეს. აქტივობა მეტად სასარგებლო და შემეცნებითი გამოვიდა, რამაც ხელი შეუწყო აღსაზრდელების სხვადასხვა უნარების განვითარებას.

როგორც სკოლამდელი დაწესებულებაში აღნიშნავენ, ბაღი პატარებს მათ ინტერესებზე მორგებულ განმავითარებელ სააღმზრდელო გარემოს სთავაზობს. 

„წყალშავის საბავშვო ბაღში იციან, რომ ეზოს აქტივობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ჰოლისტური განვითარებისათვის. ამ ბაღის პატარა, კოპწია ეზოში გამოყოფილია სხვადასხვა სივრცეები, რომელიც საშუალებას იძლევა პატარებმა თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე ითამაშონ სასურველ ცენტრებში.
ამისათვის დიდი მადლობა ბაღის მენეჯერს ქალბატონ მაკა მახათაძეს, აღმზრდელებს, მეთოდისტს და სხვა პერსონალს. ისინი გამუდმებით ზრუნავენ ბავშვების კეთილდღეობაზე“,- აცხადებენ საბავშვო ბაღში.

P.S. წყალშავის საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა არც ახლა უღალატეს ტრადიციას და გაზაფხულის დაუჯერებლად თოვლიან ამინდში კიდევ ერთი ბედნიერი დღე აჩუქეს პატარებს. თოვლში გუნდაობისა და ხალისიანი თამაშების შემდეგ „მარტის თოვლის ბაბუაც“ გააკეთეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება