სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძემ მორიგი საინტერესო სასწავლო კურსი წარმატებით გაიარა
01-03-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე კიდევ ერთ მეტად საინტერესო და განმავითარებელ პროექტში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც დამატებითი ცოდნა და უნარ-ჩვევები მიიღო.

21 თებერვალს, დასრულდა „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ (LINKS) ფარგლებში ჩატარებულ​ი „კომპიუტერული უნარების განვითარების“ კურსი, რომელიც 7 ლექციას (31 იანვარი, 3,7,10,14,17,21 თებერვალი) მოიცავდა.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი ცოდნას შემდეგ საკითხებში იღებს:

  1. ინტერნეტის და ონლაინ პლათფრომების ფუნქცონირების პრინციპები;
  2. Google-ის სერვისები და მათი გამოყენება, საძიებო სისტემის მუშაობის პრინციპები;
  3. ინფორმაციის გავრცელება სოციალური მედია არხების საშუალებით, სანდო ინფორმაციის ამოცნობის ხერხები;
  4. ონლაინ საგადასახადო სისტემები და მათი ფუნქციონირება;
  5. ციფრული უსაფრთხოება;
  6. პროგრამირების საფუძვლები;
  7. ეფექტური ვიზუალური კომუნიკაციის დამყარება, ონლაინ პლატფორმები მარტივი ვიზუალების შესაქმნელად.
კურსი მსმენელებში ავითარებს შემდეგ უნარებს:

  • ელექტრონული რესურსების მიზნობრივი გამოყენება;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
  • ელექტრონული რესურსების გამოყენება დაგეგმვასა და ორგანიზების პროცესში;
  • ტექნიკური პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
  • პირადი ინფორმაციის დაცვა, სხვისი და საკუთარი უფლებების დაცვა ინტერნეტში;
  • კიბერჰიგიენა;
  • გუნდური მუშაობა;
  • დამოუკიდებელი მუშაობა.
„პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შრომის ბაზრის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; იმ უნარ-ჩვევების განვითარების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს სჭირდებათ, ერთი მხრივ, სამუშაოს დასაწყებად, ხოლო, მეორე მხრივ, სამუშაოს შესანარჩუნებლად და შემდგომი კარიერული განვითარების ხელშესაწყობად. ამ მიზნით 15-29 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ ცოდნისა და უნარების განვითარების (LINKS) ცენტრის წევრები. პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, "განათლება დასაქმებისთვის" (SKills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ. აჭარაში პროექტის პარტნიორია "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი". კურსის დასრულების შემდგომ გადმომეცა სერტიფიკატი“, - აღნიშნა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძემ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება