სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, რჩევები

5 რჩევა მასწავლებლებს - როგორ ვესაუბროთ ბავშვებს რუსეთ-უკრაინის ომზე
26-02-2022
-
+


რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა და ქვეყანაში შეიჭრა. საომარი მოქმედებების პარალელურად, სოციალურ ქსელებსა და მედიაში ხანძრის შედეგად აფეთქებული შენობების, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დასისხლიანებული, დაშავებული ადამიანების, შეშინებული ბავშვების, მშობლებისა და უსაფრთხო ადგილას გასაქცევად მომზადებული ხალხის  ამსახველი ფოტო- ვიდეომასალა ყოველწუთიერად ვრცელდება.

ამ ყველაფრის ყურება ძალიან ძნელია, თუმცა კიდევ უფრო ძნელია, სიმართლეს თვალი ავარიდოთ. სწორედ ამიტომ თანამედროვე ფსიქოლოგბი გვთავაზობენ 5 რჩევას, რათა მასწავლებლებმა თუ დირექტორებმა მოსწავლეებს სათანადოდ აუხსნან, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში.

გაითვალისწინეთ თქვენი მოსწავლეების განვითარებისა და ასაკობრივი დონე

ომზე საშუალო და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სხვადასხვანაირად უნდა ესაუბროთ.  შემაძრწუნებელი სურათები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გავრცელდა, შეიძლება, საშუალო კლასის მოსწავლეებისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი და გასააზრებელი იყოს. თუმცა, უფრო მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი უმცროსებთან. მათვის ფრთხილად უნდა შეირჩეს მასალა, რისი ნახვა შეიძლება და რისი - არა. ასევე, ომზეც სიფრთხილით უნდა ესაუბროთ. შეიძლება, მინიშნებებს თავად ბავშვების მხრიდან დაელოდოთ. ბავშები თვითონ გკითხავენ, რა ესმით და რას ხედავენ. თქვენ კი ასაკის შესაბამისი პასუხი უნდა გასცეთ.

წაახალისეთ მოსწავლეები, რომლებიც გამოსავლის გზებს თავად ეძებენ, რათა იგრძნონ, რომ მიმდინარე პროცესრბის შეცვლა  შეუძლიათ

შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი ასაკის ადამიანი ფიქრობს, თუ რა შეიძლება გააკეთოს სხვების დასახმარებლად. თუ მოსწავლეებმა ამ თემაზე საუბარი დაიწყეს, წინააღმდეგობა არ გაუწიოთ. მათ უნდა იგრძნონ, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლიათ, თანაც მათი იდეები, შესაძლოა, მართლაც ღირებული იყოს.

აუხსენით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ყურადღების გამახვილება იმაზე, რაც მსოფლიოს სხვა კუთხეებში ხდება

„კრიზისი მასწავლებლებისთვის დიდი შესაძლებლობაა, რომ რამდენიმე რამ გააკეთონ. ერთი არის იმის ახსნა, რომ, რაც ახლა მთელ მსოფლიოსა და ევროპაში ხდება, რატომ არის მნიშვნელოვანი მაგალითად ამერიკისათვის“, - თქვა რიჩარდ ჰასმა, საგარეო ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტმა. ჯგუფი ასევე აქვეყნებს სასწავლო გეგმებსა და სიმულაციურ რესურსებს საშუალო სკოლისა და კოლეჯის მასწავლებლებისთვის. „იმისთვის, რომ ინფორმირებული მოქალაქე იყო, უნდა გესმდეს რამდენად მნიშვნეოვანია გლობალური წიგნიერება. საჭიროა იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს სამყარო, როგორ მოქმედებს საგარეო პოლიტიკა მსოფლიოზე.

საშუალო კლასის მოსწავლეებს კრიზისის შესახებ ობიექტური კითხვები დაუსვით

მნიშვნელოვანია, ნიუანსური კითხვების დასმა და სტუდენტების წახალისება, შეაფასონ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროები და კითხვებზე პასუხები იპოვონ. მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ რა შეიძლება გაკეთდეს; რატომაა ეს კონფლქტი მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი და მომავალში პრევენციისთვის რა შეიძლება გაკეთდეს.

მოუყევით იმის შესახებ, თუ რას განიცდიან რიგითი მოქალაქეები

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ყოველდღიურად იმ ადამიანების ხმა მოისმინონ, ვისი ქვეყანაც ომშია ჩაბმული. მათ უნდა იცოდნენ ომის შესახებ. ისტორია მეფეების, პრეზიდენტებისა და სამხედრო ლიდერების შესახებ გვიყვება. განზე კი ჩვეულებრივი ადამიანები რჩებიან, რომლებისთვისაც ომი სატანჯველია. მნიშვნელოვანია ბავშვებმა და მოზარდებმა იცოდნენ, რიგითი ადამიანები თავისუფლებისთის როგორ იბრძვიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება