სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მისი განუმეორებელი ხმა მარად დარჩება ქართველ მსმენელთა ხსოვნაში“-დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ლოტბარ გიორგი ქუფარაშვილს იხსენებს
23-02-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ქართველ ლოტბარ გიორგი ქუფარაშვილს იხსენებს.

ის მომღერლის შესახებ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, მათ შორის, ყვება იმ ისტორიასაც, როდესაც გიორგი ქუფარაშვილის ხმამ შვედი კომპოზიტორი გააოცა.

„გიორგი ქუფარაშვილის ხმით შვედი კომპოზიტორიც აღფრთოვანდა

ქართული ხალხური სიმღერა ჩვენი ეროვნული სიამაყეა, ხალხურ სიმღერებს მღერიან საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის ქიზიყშიც. სიღნაღის რაიონი, ამ მხრივ, მართლაც რომ გამორჩეულია. დღეს გესაუბრებით ქართული ხალხური სიმღერის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემსრულებელზე, ცნობილ ლოტბარ გიორგი (ლუდა) ქუფარაშვილზე .მან თავისი ხავეროდვანი ხმით მოხიბლა არამარტო ქართველი მსმენელი, არამედ უცხოელიც.

გიორგი ქუფარაშვილი დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, აქვე ეზიარა იგი მუსიკის სიყვარულს. მასთან ერთად მღეროდა მისი მამა და ძმა, ალექსანდრე და სიმონ ქუფარაშვილები. როდესაც რაიონებს შორის შეჯიბრი იმართებოდა, მათი ხმაშეწყობილი გალობის მოსმენა ერთ რამედ ღირდა. ლუდა ლაზათიანი მრავალჟამიერით ამცნობდა ქართველ მსმენელს ახალი წლის მოსვლას. კონცერტზე მისულ მაყურებელს თვალზე ცრემლი ადგებოდა მისი მოსმენისას და მოჯადოებულნი კიდევ და კიდევ ითხოვდნენ ლუდას სცენაზე გამოსვლას.

გიორგი ქუფარაშვილმა კარგად იცოდა, რომ სიმღერა და ხალხის სიყვარული მისი ცხოვრების უმთავრესი ნაწილი იყო. უსიმღეროდ წუთიც არ გაუტარებია, ყველაზე დიდი მწუხარების დროსაც კი მღეროდა - „თუ მართალი ადამიანი ხარ, უსიმღეროდ ვერ იარსებებ“,- ამბობდა ხოლმე.

ლუდას სიმღერებში იგრძნობოდა სიყვარული და სითბო, მადლიერება საკუთარი ხალხისადმი. შეუდარებელია მის მიერ შესრულებული სიმღერები: „კალოსპირული“, „ურმული“, „წინწყარო“, „შენ, ბიჭო ანაგურელო“, „მგზავრული“, „თამარ ქალი“, „გაფრინდი,შავო მერცხალო“, „შინ მოუსვლელო, სადა ხარ“....

დღესაც ღიმილით იგონებენ სიღნაღში სტუმრადმყოფი შვედი კომპოზიტორის გაოცებას, რომელიც მოიხიბლა ლუდას ხმის გაგონებაზე, - „დაუჯერებელია, მომღერალს ასეთი არაბუნებრივი ხმა ჰქონდესო“,- ამბობდა მონუსხული სტუმარი.

სუფრაზე აურზაური მაშინ შეწყდა, როცა ლუდამ სიმღერა წამოიწყო, თანასოფლელბი ჩუმად თვალს აპარებდნენ შვედი სტუმრისკენ, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენდა მასზე საამაყო მომღერლის ხმა. გიორგი ქუფარაშილმა ჩვეული სიდინჯით წამოიწყო სიმღერა „ბერი კაცი ვარ ნუ მომკლავ“. სიმღერის დამთავრებისთანავე შვედი კომპოზიტორი ფეხზე წამოიჭრა და მისკენ გაეშურა, შუბლზე აკოცა, მერე თავი გადაუწია და რაღაცის ძებნა დაიწყო. რომ ჰკითხეს რას ეძებო, უპასუხა: „ასეთი ხმა ჩემს სიცოცხლეში არ მომისმენია, ნუთუ, ეს ბუნებრივია, ვიფიქრე, ყელში მუსიკალური საკრავი ხომ არ უდევსო“.

გიორგი ქუფარაშვილმა სახელოვანი გზა განვლო არა მარტო სცენაზე, არამედ სამამულო ომის ფრონტზეც, მტერს სიმღერით და ხიშტით ებრძოდა. ერთ-ერთი შეტაკების დროს ფეხში დაიჭრა. ბაქოს საავადმყოფოში მოათავსეს. მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობა აწუხებდა, სიმღერას მაინც არ ივიწყებდა. მან დედას სოფელში წერილი გაუგზავნა - „ბაქოს საავადმყოფოში ვწევარ და მამის ნაქონი ფანდური გამომიგზავნეო“. დედამ სურვილი მაშინვე შეუსრულა. ფანდურზე დამღერებული ქართლი სიმღერების მოსმენამ, დაჭრილი ჯარისკაცები გაამხნევა.

დღეს გიორგი ქუფარაშვილი  ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი განუმეორებელი ხმა მარად დარჩება ქართველ მსმენელთა ხსოვნაში“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება 

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება