სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საგამოცდო პროგრამა სცდება პედაგოგის საქმიანობას - ჩვენი კომპეტენცია არ დგას კითხვისნიშნის ქვეშ“ - მასწავლებლების პეტიცია
23-02-2022
-
+


მასწავლებლები 2022 წლის სტატუსის ასამაღლებელ საგამოცდო პროგრამას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ მასალა დიდია, რის გამოც უწევთ რამდენიმე პროფესიის მოკლე დროში დაუფლება, მოსწავლე კი საკმარისი ყურადღების მიღმა რჩება. პედაგოგებმა შეადგინეს პეტიცია, რომელსაც შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარადგენენ. etaloni.ge პეტიციას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პედაგოგების პროტესტი სტატუსის ასამაღლებელი საგამოცდო პროგრამის შესახებ

მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი - სტატუსის ასამაღლებელი საგამოცდო პროგრამა, რომელიც დაგეგმილია 2022 წლის ზაფხულში, მიუღებელია პედაგოგებისთვის. 

მოგეხსენებათ, ყველა მოქმედ პედაგოგს გააჩნია უფროსი ან წამყვანი ან მენტორი პედაგოგის სტატუსი. აღნიშნული გამოცდა უფროსი/წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგებს აძლევს საშუალებას, კიდევ ერთხელ აიმაღლონ სტატუსი. შედგენილი საგამოცდო პროგრამა სცდება პედაგოგის ძირითად საქმიანობას - გამომდინარე იქიდან, რომ გამოცდა გათვალისწინებულია საგნის პედაგოგებისთვის, გაუგებარი და მიუღებელია რატომ უნდა მოეთხოვებოდეს კონკრეტული საგნის პედაგოგს იურისტის, სკოლის ხელმძღვანელის, საქმეთამმართველის და ყველა სხვა სასწავლო საგნის/მეცნიერების ცოდნა.

შეგახსენებთ, ჩვენ, ყველა პედაგოგს უმაღლესი განათლების ქონის დამადასტურებელი საბუთების და ცოდნის მიუხედავად, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, ჩაბარებული გვაქვს გამოცდები როგორც საგანში, ისე პროფესიულ უნარებში. აქედან გამომდინარე, საგნის პედაგოგის კომპეტენცია არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

2022 წლის ზაფხულში დაგეგმილი სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა განსაზღვრულია კარიერული წინსვლისთვის - მხოლოდ და მხოლოდ სახელფასო დანამატის აწევის მიზნით და ეს გამოცდები არ ემსახურება თანამედროვე განათლების ხარისხის ამაღლებას, რადგან მაშინ, როდესაც საგნის პედაგოგებს საგამოცდოდ უწევთ რამდენიმე პროფესიის მოკლე დროში დაუფლება, მოსწავლე რჩება საკმარისი ყურადღების მიღმა! 

იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი ვერ მიიღებს მონაწილეობას 2022 წლის ზაფხულში დაგეგმილ გამოცდაზე, მაშინ რატომ დაიგეგმა გამოცდა 2022 წლის ზაფხულში?

ხაზგასმით შეგახსენებთ, პედაგოგის შრომა ფასდაუდებელი და დაუფასებელია. რამდენადაც ძვირფასია პედაგოგიკის არსი -  გარდა ცოდნისა, რამდენ დროს, ენერგიას, ჯანმრთელობას, ემოციებს ახარჯავს პედაგოგი სასწავლო პროცესსა და თითოეულ მოსწავლეს, იმდენად მიუღებელია მსგავსი მოპყრობა პედაგოგებისადმი სახელმწიფოს მხრიდან.

მოვითხოვთ, სასწრაფო წესით გადახედოთ საკითხს და შეცვალოთ პროგრამა კონკრეტული საგნების მიხედვით. სამომავლოდ კი, დასახეთ რეალისტური გეგმები, რომელიც მორგებულია პროფესიულ განვითარებაზე და ყველას მოგვცემს საუკეთესო შედეგს. 

თუ პედაგოგი ყოველისმცოდნეა, მაშინ დაუთმეთ გზა პედაგოგებს!

პეტიცია სრულად იხილეთ ბმულზე

იხილეთ: საგამოცდო პროგრამები ცნობილია - 2022 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება