| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის N5 საჯარო სკოლა უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ისწავლეს.
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ტრენერის დახმარებით, აპლიკაცია - Happy Onlife-ით ახალციხის N5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინკონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი.
Happy Onlife, რომელიც ევროკავშირის 9 ქვეყანაში წარმატებულ აპლიკაციად არის აღიარებული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვან ისინი კიბერბულინგისგან.
უსაფრთხო ინტერნეტის დღე 8 თებერვალს მთელი მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი საგნობრივ ოლიმპიადაზე
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სკოლის 180 წლის იუბილე მიულოცა და სკოლის ისტორიულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე ისაუბრა
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება