სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-3 კლასში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ქართულ ენაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
18-02-2022
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-34 კლასში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ქართულ ენაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.

პედაგოგ თამარ გოგატაძის სადამრიგებლო კლასში ჩატარებულ გაკვეთილს კურიკულუმის ექსპერტი სალომე თადუმაძე ესწრებოდა. მან მოსწავლეებისთვის ეს გაკვეთილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა. 

აღსანიშნავია, რომ სალომე თადუმაძე სკოლაში სტუმრობამდეც მართავდა შეხვედრებს საგნის პედაგოგთან და დაწყებითი კათედრის წარმომადგენლებთან, რისთვისაც მას სკოლა მადლობას უხდის. გაკვეთილის თემაზე, საკვანძო შეკითხვებზე, ცნებებსა და ქვეცნებებზე, კომპლექსურ დავალებაზე, თითოეული გაკვეთილისთვის საჭირო რესურსებსა და აქტივობებზე სწორედ აღნიშნულ შეხვედრებზე მსჯელობდნენ. 

უშუალოდ საჩველებელი გაკვეთილის მიმდინარეობისას კი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და განმარტეს მოსალოდნელი კომპლექსური დავალების შინაარსი. ნახეს პედაგოგის მიერ მომზადებული პრეზენტაცია „ფოსტის ისტორია“. წეილის მოგზაურობის თემაზე პატარა პერფორმანსი კი ექსპრომტად დაიდგა. მოსწავლეებს მოტივაციის ასამაღლებლად ორიგამის მტრედები დაურიგდათ. მათ წერილების საკუთარი ვერსიები შექმნეს და კლასელებს გაუზიარეს.

გაკვეთილმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

„უკვე ჩატარებული გაკვეთილის განხილვა და მომავალი დღის დაგეგმვის პროცესი, მეტად ნაყოფიერი და ბევრისმომცემი აღმოჩნდა, ქალბატონი სალომეს მაღალპროფესიონალიზმის, კრეატიული, ნაყოფიერი და ზუსტად მორგებული რჩევებით და პედაგოგთა საინტერესო შეხედულებებით.
თემაზე - სიკეთის ფასი, რესურსად კურიკულუმის მიხედვით აირჩა სულხან საბა ორბელიანის იგავი - „დაყვედრება ტყვეობაზე უარესია“.
გაკვეთილმა მეტად სახალისოდ, საინტერესოდ ჩაიარა. გამოირჩეოდა ინტერაქტიული ხასიათით. საგანგებოდ შერჩეულმა მრავალფეროვანმა რესურსებმა, მოულოდნელმა სიურპრიზებმა და აქტივობებმა მოსწავლეთა ინტერესი გამოიწვია და საგაკვეთილო პროცესში გაზარდა მათი ჩართულობის კოეფიციენტი“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
მოსწავლეებმა - ნინი ხეცურიანმა (მე-11 კლასი) და თამარ ჩარკვიანმა (მე-9 კლასი) ჟიურის წინაშე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
 

 
 
 

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება