სიახლეები
სკოლები

ჯვარის N1 საჯარო სკოლას საკუთარი გერბი და დროშა აქვს
18-02-2022
-
+


ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - სკოლას უკვე საკუთარი გერბი და დროშა აქვს.

სკოლისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა კი კურსდამთავრებულების - დავით ჭიჭინაძეს და მიხეილ ჩაკაბერიას დამსახურებაა.

დავით ჭიჭინაძე აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ წერილს ავრცელებს, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ.

„როგორც ჯვარის N1 კურსდამთავრებულს მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი სკოლა აგრძელებს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შექმნილ ტრადიციას და მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფოებრივი ცხოვრების არაერთი რადიკალური ცვლილების მიუხედავად, დღემდე კურსდამთავრებულთა აკადემიური მოსწრებით და მათი შემდგომი წარმატებებით, საქართველოს მოწინავე სკოლათა შორისაა. სკოლის აღზრდილებს შორის მრავლადაა კუთხის, ქვეყნის თუ საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენილი პირები. ყველა ორგანიზაცია, იურიდიული ერთეული ცდილობს ტრადიციის და ისტორიის შენარჩუნებას კორპორატიული სახის და მისთვის ძვირფას ღირებულებებისა და ფასეულობის ლაკონური ფორმით, სიმბოლოებში გამოსახვის მეშვეობით. ვფიქრობ, ჯვარის N1-მა დიდი ხანია დაიმსახურა წარმატებული საჯარო სკოლის სახელი და 1888 წელს მისი შექმნიდან მესამე საუკუნის დასაწყისში ახალი თაობის აღზრდის სადარაჯოზე ამაყად დგომა საჭიროებს ზემოაღნიშნული სახის შექმნას და უკვდავყოფას საკუთარ გერბსა და დროშაში. შესაფერისი გერბის დიზაინის შესაქმნელად გაიმართა თემატური განხილვა სკოლაში დამსახურებული პედაგოგების და ქალაქის გამოცდილი მოქალაქეების ჩართულობით, რომელზეც განხილულ იქნა და შეგროვდა სკოლის შექმნის გარშემო იმ დროისთვის ხელთარსებული ინფორმაცია. აღნიშნული დამუშავდა და დაიწურა გერბის შესაძლო ელემენტებამდე, რომელიც საბოლოო შემოქმედებისთვის გადაეცა გამოცდილ გრაფიკულ დიზაინერს თბილისში. რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ შეიქმნა გერბის და დროშის სამუშაო ვერსიები ქართული და კოლხური ელემენტებით, რომლებიც ჰერალდიკის წესების შესაბამისად იქნა გაერთიანებული. აღნიშნული სამუშაო ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა სკოლაში, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მმართველობითი რგოლები და ქალაქის მცხოვრებლები. პრეზენტაციისას დეტალურად იქნა განხილული თითოეული დეტალი, მათი მნიშვნელობა, დანიშნულება გერბზე და დროშაზე რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. შედეგად, წარმოდგენილმა ესკიზებმა​ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვეს და შესაბამისი ციფრული ვერსიები საჩუქრად გადაეცა სკოლას. ჩემთვის პატივი იყო ამ პროექტზე მუშაობა სკოლისა და ქალაქის მესვეურთა ჩართულობით და მთლიანი ღირებულების დაფარვა მშობლიური სკოლისათვის პირადი საჩუქრის სახით. სკოლის კორპორატიული იმიჯის შესაქმნელად და დასამკვიდრებლად, ასევე საჩუქრად, გადმოგცემთ შეძენილ დომენს: www.jvarispirveli.ge და სპეციალურად, კორპორატიულ ჭრილში დამზადებულ ელემენტებს ფეისბუქისა და იუთუბის მოსართავად, ოფიციალურ ბლანკს სხვა კომპონენტებთან ერთად ელექტრონული სახით“, - წერს კურსდამთავრებული დავით ჭიჭინაძე.

სკოლა მადლობას უხდის კურსდამთავრებულებს ამ დიდი საქმის განხორიცელებისათვის.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„შეუძლია შემოხაზოს - 1 ქალაქი, 1 ფაკულტეტის პრინციპით, ანუ გასაგებია, რომ ის პროგრამა რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს“

რეფორმა საბავშვო ბაღებსაც შეეხება - „სამინისტრო მუშაობს...“

მოსწავლეებისთვის მობილურებთან ერთად საათებიც აიკრძალება - შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება

„გადაწყვეტილება მიღებულია...“ - მინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე 

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

შეხვედრის ფარგლებში ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება

 

ბაშვებმა საკითხის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ბულინგი კომიქსების, ნახატების და პლაკატების საშუალებით დაგმეს

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება