სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტზე - „არ ვივიწყებთ წარსულს და ვიცავთ მომავალს“ აქტიურად მუშაობენ
17-02-2022
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლა სასკოლო პროექტზე - „არ ვივიწყებთ წარსულს და ვიცავთ მომავალს“, აქტიურად მუშაობს.

ინგლისური ენის პედაგოგის, ელენა კაპანაძის დამსახურებით სკოლა eTwinning-ის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სკოლებთან გაერთიანდა და ერთობლივად მეტად საინტერესო აქტივობა განახორიელეს.

სკოლის მე-2ა კლასის მოსწავლეებმა ტრადიციული თოჯინა შექმნეს, რომელიც ეროვნულ სამოსში გამოაწყეს; ასევე, ნიჭიერმა ბავშვებმა საახალწლო ბარათები დაამზადეს და უცხოელ მოსწავლეებს გაუგზავნეს. საპასუხოდ კი რუმინეთიდან საახალწლო მისალოცი ბარათები და რუმინულ სამოსში გამოწყობილი თოჯინა მიიღეს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა მოიძიეს; ისწავლეს მშობლიური ქვეყნის ჰიმნი და დაამზადეს დროშები, რომელებიც უცხოელ მოსწავლეებს გააცნეს და გაუზიარეს.

მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს ელექტრონული რესურსები, პროგრამების Waklet და Jamboard საშუალებით მოამზადეს პრეზენტაცია, რომელზეც ასახული იყო ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების შესახებ.

მოსწავლეებისთვის აღნიშნული აქტივობა ძალიან საინტერესო, სახალისო და ინფორმაციული აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები და პროექტის შესახებ ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება