სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეებს ვასწავლით, იყვნენ ეროვნული ღირებულებების მატარებელნი“ -გულნაზი ჭელიძე, ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი
17-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე ესაუბრა.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- არის მზანდასახულობა და ურთირთპატივისცემა, აგრეთვე, ისეთი უნარების ჩამოყალიბება, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ შეძლონ სოციუმში ადაპტირება. ვასწავლით, რომ იყვნენ ეროვნული ღირებულებების მატარებელი, მოაზროვნე ახალგაზრდები.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- ჩემი აზრით, ყველა მოსწავლე იდეალურია, თავიანთი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ყველა ინდივიდუალურია. თითოეულ მათგანში არის განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა აღმოვაჩინოთ და დავეხმაროთ მათ განვითარებაში და გზის გაკვლევაში, რომ ყველამ მოახერხოს მომავალში თავისი ცოდნის რეალიზება.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა...

- პოზიტიური და უსაფრთხო გარემო, სადაც ყველას უნდა ჰქონდეს სამართლიანობის და ლიდერობის განცდა. სკოლაში იყოს კეთილგანწყობილი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

- როგორც დირექტორს, მახარებს...

- ყველაზე მეტად მახარებს და მატკბობს ლემშვენიერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების წარმატება. მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა გრძელდება მათ მშობლებთან ერთად. ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან ჩემი დიდი და სამაგალითო არმია.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის, რომ ...

- პანდემიამ და ახალმა გამოწვევებმა დიდი პრობლემები შეუქმნა სკოლას. ისინი ფიქრობენ, რომ ონლაინ სწავლების შედეგი აუცილებლად აისახება თაობებზე. მიუხედავად დიდი და გამოკვეთილი პრობლემებისა, მათ მოახერხეს ურთირთთანამშრომლობა და სიახლეების მიმართ მიმღებლობა, რომელიც მერწმუნეთ არც ისე იოლი იყო.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- პანდემიისგან გადაღლილი მოსწავლეების და მასწავლებლების ჩართულობა კონკურსებში, პროექტებში, სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში. საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რათა მოსწავლემ ან მასწავლებელმა სრულად შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება, რადგან XXI საუკუნის სკოლა ამას კატეგორიულად ითხოვს.

- იმედი მაქვს, რომ...

- პანდემია მალე დასრულდება და ლემშვენიერას საჯარო სკოლის კედლები ძველებურად ახმაურდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება