სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„ნიშანს ჰიმნის დაზეპირებაში არავინ დაგიწერთ“ - პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს
16-02-2022
-
+


საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილვას კანონპროექტს, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესში“ ცვლილებებს ეხება და რომელიც ყველა სკოლასა და ბაღს, შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვას დაავალდებულებს.

კანონპროექტის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში სავალდებულო უნდა იყოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალის ჩატარება, გერბის აღმართვის ვალდებულება და ჰიმნის შესრულება. 

ინიციატივის ავტორმა, დეპუტატმა კახი კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხდა, რომ ეს ცვლილება არ უნდა აღვიქვათ, როგორც სასწავლო პროცესი, რომელშიც შესაძლოა ცუდი შეფასება დაგიწერონ. მისივე თქმით, სკოლებს არამარტო დროშის აღმართვის, არამედ  მისი მოვლის ვალდებულება უნდა ჰქონდეს.

„რაც შეეხება კონკრეტულად იმას, რომ ჯერ ქვეყანა უნდა შეგიყვარდეს და მერე დროშა, მე ვფიქრობ, რომ იმ ქვეყანა, სადაც დაიბადე, შენი სამშობლოა, ერთი სამშობლო გაქვს, კარგია თუ ცუდია უნდა გიყვარდეს. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჰიმნის, დროშის და გერბის პოპულარიზაციაზე, ვგულისხმობთ, რომ ნიშანი კი არ უნდა დაგიწერონ, რადგან კარგად დაიზეპირე ჰიმნი, ან ცხრიანი, რომ ოდნავ რაღაც შეგეშალა, ან რვიანი რომ ინტონაცია შეგეშელა. საუბარია იმაზეა, რომ შენი სახელმწიფოს გახუნებული დროშა ჰკიდია ქუჩაზე, რომელიმე სახელმწიფო შენობაზე და შენ ეს არ გაღელვებს. კომიტეტზე ვიმსჯელეთ, რომ მხოლოდ აღმართვის კი არა, მოვლის ვალდებულებაც ექნებათ. უხერხულია უბრალოდ, როდესაც დადიხარ და სახელწიფო შენობაზე გახუნებული დროშა ჰკიდია. აქედან იწყება ქვეყნის სიყვარული“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.

დამატებით გაცნონებთ, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, ერთ დაწესებულებას დაახლოებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ხარჯი ექნება კანონპროექტით გათვალისწინებუბლი ცვლილების შემდეგ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება