სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაამწვანე დღეს - იცხოვრე ხვალ“-  დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგ ნათელა ღლონტის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტმა წარმატება მოიპოვა
15-02-2022
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგის, ნათელა ღლონტის ხელმძღვანელობით, მიმდინარე პროექტმა „გაამწვანე დღეს - იცხოვრე ხვალ“ e-Twinning  პორტალზე ეროვნული ხარისხის ნიშანი მოპიოვა. 

აღნიშნულ პროექტში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 7 სკოლაა ჩართული. 

პროექტის ფარგლებში, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები განხორციელდა. მაგალითად, ჩატარდა კონფერენცია - „გლობალური კლიმატური პრობლემები და ჩვენ ბუნების ქომაგები“, მოსწავლეებმა მცენარეთა ნერგები გამოიყვანეს. ჩატარდა აქციები -  „გაამწვანე საკუთარი კარმიდამო“, „აჩუქე  მცენარე მეგობარს“, „გამწვანე  სასკოლო გარემო“.

სამუშაო პროცესში მოსწავლეთა მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

„პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა გათვითცნობიერებას გარემოს გლობალური კლიმატური პრობლემების არსში, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, მდგრადი განვითარების მე-13 მიზნის განვითარების ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას. 

პროექტის მონაწილეებმა უდავოდ დიდი სარგებელი მიღეს დაუმეგობრდნენ თავიანთ თანატოლებს, სხვა სკოლებიდან გაიცნეს იმათი სასკოლო ცხოვრება და შემდგომ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი, რაც ძალიან კარგია. მათ გაითავისეს ბუნების სიყვარული და თითოეული ადამიანის როლი ბუნების საერთო პრობლემის აღმოფხვრაში“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება