სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

საჯარო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ - დეტალები
11-02-2022
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ყოფილი უფროსი ნოდარ ავდალიანი, სააგენტოს ხელმძღვანელს - კახაბერ გვანცელაძეს პოლიტიკური ნიშნით დევნასა და სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ამჟამად, მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას სასამართლო შეაფასებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ყოფილი უფროსის, ნოდარ ავდალიანის სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას, რომლითაც ის სააგენტოს ხელმძღვანელს პოლიტიკური ნიშნით დევნაში სდებს ბრალს.

ნოდარ ავდალიანი 2018 წლიდან დასაქმებული იყო ზემოხსენებულ თანამდებობაზე და ამ პერიოდში, მას რამდენჯერმე აქვს მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, საყვედური და სასტიკი საყვედური ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო. ყველა შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიღების საფუძველი იყო მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურის დასკვნა.

შესაბამისად, დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება და დასაქმებულთან აღარ გააგრძელა შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2021 წლის 28 დეკემბრიდან.

პოლიტიკური ნიშნით დევნის ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია, რადგან ნოდარ ავდალიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომაც აგრძელებდა მუშაობას სააგენტოში იმავე პოზიციაზე, ჩვეულ რეჟიმში იყო ჩართული სააგენტოს მუშაობაში და მის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის შევიწროებას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას სასამართლო შეაფასებს”


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ეზოში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა

მოსწავლეებმა კი მასწავლებლები ნიჭითა და შემოქმედებითობით გაახარეს და სასწავლო წლის დაწყება ლექსებით მიულოცეს
 
 

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები
 
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება