სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მახარებს, რომ მყავს ენერგიული, საგნის კარგი მცოდნე, მოტივირებული პედაგოგები“- სვეტლანა ბოჩიკაშვილი, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი
02-02-2022
-
+


როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა არის უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ასწავლიან? რა ახარებს, როგორც დირექტორს? - ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge- ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი ესაუბრა.

-
უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით...

- მოქალაქეთა პასუხისმგებლობას, ვალდებულებებს, უფლებებს, საგნით დაინტერესებას, მოტივაციის ამაღლებას, ურთიერთ და უფროსებისადმი პატივისცემას. მიღებული ცოდნის გამოყენებას ცხოვრებაში.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე...

- უნდა იყოს კარგად აღზრდილი, რაც  მარტო პედაგოგზე  არ არის დამოკიდებული, მეგობრული, კომუნიკაბელური, უყვარდეს კითხვა, იყოს ყველა საგანში გათვითცნობიერებული.

- ვცდილობ, სკოლაში შევქმნა...

- უსაფრთხო, სასიამოვნო გარემო. მოსწავლეს და პედაგოგს უნდა უხაროდეთ სკოლაში მოსვლა და რაც მთავარია, მოსწავლეებს უნდა ავუმაღლოთ სწავლისადმი მოტივაცია, ხოლო პედაგოგებს შევუქმნათ კონკურენტუნარიანი გარემო, ამ მიზნით გამოვიყებ სხვადასხვა სახის წახალისებას.

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ...

- მყავს ენერგიული, საგნის კარგი მცოდნე, მოტივირებული პედაგოგები. ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში. მეორე წელია ჩართულნი ვართ „ახალი სკოლის მოდელში“. გასულ წელს წარმატებით დავასრულეთ პროექტი „გარემოს დაცვა“. წელს ჩვენი პროექტია - ,„კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - ქვათა ღაღადი“, სადაც ჩართულნი არიან პედაგოგთა უმეტესობა, ასევე, მე-7 - მე-11 კლასის მოსწავლეები. საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით.. მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან პროექტით. ივნისის თვეში სრულად დავასრულებთ პროექტს.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის...

- კარგი იქნება თუ არ იქნება დისტანციური სწავლება, ვინაიდან მოსწავლეები უკეთეს ცოდნას იღებენ  დასწრებულ რეჟიმში.

- დღევანდელობაში საჭიროა...

- მშობლებთან, თემთან, საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ სკოლა, მშობლები და საზოგადოება ერთი მთლიანი ორგანიზმია და ერთობლივად უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს.

- იმედი მაქვს, რომ...

- ჩვენი სკოლა ყოველთვის იყო ერთ-ერთი წარმატებული სკოლა რაიონში და ამ სასწავლო წელსაც წარმატებით დავასრულებთ. იმედია, განათლების სისტემა უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება, ასევე დასრულდება პანდემია და სასწავლო პროცესი  დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება