სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

6 თვისება, რომელიც ბაღის კარგ მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს
22-02-2022
-
+


საბავშვო ბაღი ბავშვის აკადემიური განვითარების ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპია. ეს არის წლები, რომლებიც საფუძველს უყრის მათ წარმატებას მომავალ სწავლაში და ამას აუცილებლად სჭირდება კვალიფიციური მასწავლებელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველას არ შეუძლია, იყოს კარგი აღმზრდელ-პედაგოგი. არსებობს რამდენიმე თვისება, რაც სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელს აუცილებლად მოეთხოვება. 

საქმის სიყვარული

როგორც სხვა პროფესიებში, ბაღის მასწავლებლისთვისაც თავისი საქმის სიყვარული უმთავრესი კრიტერიუმია, განსაკუთრებით, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ბავშვებისთვის სწავლება შეიძლება იმედგაცრუების მომტანც იყოს, მითუფრო მაშინ, როდესაც ისინი რთულად და გამომწვევად იქცევიან. ასეთი მდგომარეობის გამკლავება კი მოითხოვს ადამიანს, რომელიც იქნება მოტივირებული. მასწავლებელი უნდა გრძნობდეს, რომ მისი დამოკიდებულება ცვლის ბავშვებს. თუ მათთვის სწავლება არ აღძრავს თქვენში სასიამოვნო გრძნობას, მაშინ ბაღის მასწავლებლის კარიერა თქვენთვის არ არის, ის რომ შეიძლება ბავშვებს მოსწონდეთ, კარგ მასწავლებლად ვერ გაქცევთ.

მოქნილობა

იმისათვის, რომ იყოთ საბავშვო ბაღის მასწავლებელი, უნდა იყოთ მოქნილი. ბავშვების განწყობა პირველ რიგში იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ხდება კლასში. ასე რომ, ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს მათი განწყობის მიმართ და შეძლოთ მათი ჩართულობის შენარჩუნება. ხანდახან,  ჯგუფი შეიძლება გაივსოს ბავშვებით, რომლებიც მზად არიან სწავლისთვის, მაგრამ მომდევნო რამდენიმე წუთში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს - ყველამ მოიწყინოს ძილიც კი მოერიოთ.  ასეთ შემთხვევებში მასწავლებელი უნდა იყოს მოქნილი და შეცვალოს საკლასო ინსტრუქცია. მაგალითად თუ გაკვეთილის გამართვას ეზოში გეგმავდით და უცებ წვიმა წამოვიდა, უნდა შეძლოთ სწარაფად გადაწყობა,  სწორედ ეს განსაზღვრავსმოქნილობის ხარისხს.

კრეატიულობა

ბავშვებთან ურთიერთობა მასწავლებლის მხრიდან შემოქმედებით უნარებს მოითხოვს. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ძალიან მოუთმენლები არიან, უჭირთ დიდხანს კონცენტრირება და შეიძლება მოიწყინონ. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვები მხიარულობდნენ. კრეატიულ მასწავლებელს შეუძლია შემოიტანოს ინოვაციური იდეები, რომლებშიც ბავშვები მარტივად ჩაერთვებიან.მას უნდა შეეძლოს ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება, კრეატიულობა ასევე ეხმარება საბავშვო ბაღის მასწავლებელს გაიგოს, როდის შეცვალოს თემა ან საგანი ბავშვების განწყობის მიხედვით. 

მოთმინება

კარგი საბავშვო ბაღის მასწავლებელი ძალიან მომთმენი უნდა იყოს.  ის ფაქტი, რომ საქმე გაქვთ ბავშვებთან, რომლებიც ცდილობენ ახალ სოციალურ წესრიგს შეეგუონ, შეიძლება რთული იყოს. ზოგიერთ ბავშვს არ ჰყავს სხვა ბავშვები სახლში, ამიტომ ბაღი მათთვის ახალი რამ არის.  გარდა ამისა, თქვენ უნდა გაუმკლავდეთ ბავშვებს შორის სწავლის სხვადასხვა უნარებს. მშობლებთან ურთიერთობაშიც ასევე შეიძლება იმედგაცრუების მომენტი იყოს. კარგ მასწავლებელს  უნდა შეეძლოს გაუმკლავდეს იმედგაცრუებულ ან განაწყენებულ მშობლებს, დაამყაროს ნდობა და აუხსნას მათ, როგორ მუშაობს და რას უნდა ელოდონ.  

თანაგრძნობა

ბავშვები ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან ემოციურები არიან. ზოგიერთი მათგანი არასოდეს ყოფილა არც სახლიდან და არც მშობლებისგან დიდხანს და შორს. ამიტომ ისინი უკვე ტრავმირებული არიან უცნობ ადამიანებთან მარტო დარჩენის გამოცდილებით. ტირილი ძალიან ხშირია საბავშვო ბაღის წლის ადრეულ ეტაპებზე. ასე რომ, სანამ ახალ ცხოვრებას შეეგუებიან, მათ დასჭირდებათ ადამიანი, რომელიც  გვერდით იქნება, როცა დახმარება სჭირდებათ. ამიტომაც თანაგრძნობა არის ერთ-ერთი გადამწყვეტი თვისება, რომელსაც უნდა ფლობდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მასწავლებელი.  კარგმა მასწავლებელმა ყველა სიტუაციაში თანაგრძნობა უნდა გამოხატოს ბავშვის მიმართ, რომ მისი ნდობა დაიმსახუროს. 

იუმორის გრძნობა

ბავშვებს მოსწონთ გართობა და ეს მათი ჩართულობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ბაღში გართობა ასევე ეხმარება მათ  შექმნან დადებითი აზრი სკოლასა და ზოგადად სწავლის შესახებ. ასე რომ, კარგი საბავშვო ბაღის მასწავლებელს უნდა შეეძლოს ბავშვების გაცინება. იუმორის გრძნობა - ეს არის თვისება, რომელიც ეხმარება მასწავლებელსა და ბავშვებს შორის ძლიერი ურთიერთობის დამყარებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება