სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ხაშურელ ბიჭს, რომლიც გუშინ სახლიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა, ზოოპარკი დაათვალიერებინეს
22-02-2018
-
+


ხაშურელ ბიჭს, რომლიც გუშინ სახლიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა, ზოოპარკი დაათვალიერებინეს.

გიორგი ზოოპარკში მიიყვანა იმ საპატრულო ეკიპაჟმა, რომელმაც გუშინ საღამოს დედაქალაქში დაკარგული იპოვა.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ მოზარდს ერთწლიანი აბონემენტი და ზოოპარკის საპატიო მეგობრის სერტიფიკატი გადასცა. ხაშურელ ბიჭს მეგზურობა ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ გაუწია.

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ ნაბიჯით ისინი ბავშვების სახლიდან გაქცევას მხარს არ უჭერენ. მათი თქმით, მშობლებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო, რომ ბავშვებს ზოოპარკი დაათვალიერებინონ.

როგორც ცნობილია, მოზარდი გუშინ ხაშურიდან მშობლების დაუკითხავად თბილისში გამოიპარა. როგორც ის ამბობს, დიდი ხანია, ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა. მოზარდი დედაქალაქში მატარებლით ჩამოვიდა. ბავშვს თბილისში დააღამდა. ქუჩაში მარტო მიმავალი ბიჭი პატრულის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, გაესაუბრნენ და მალევე ხაშურში დააბრუნეს.

ფოტო 1tv.ge

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება