სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში საინტერესო საპილოტე პროექტი დაიწყო
27-01-2022
-
+


ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყო. საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და ჩეხეთთან თანამშრომლობით საქართველოს 22 სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის იანვარ-ივნისში საპილოტე პროექტი - „ჩემი გონება“ ხორციელდება.

პროექტის მიზანია, 11-13 წლის მოზარდებში ხელი შეუწყოს სოციალურ - ემოციური უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მეშვიდე კლასში სასკოლო კურიკულუმი დაინერგება, რომელსაც უხელმძღვანელებს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ფიქრია ხაჭაპურიძე. გაკვეთილები ემპირიული, საგანმანათლებლო აქტივობების და დისკუსიების ფორმით ჩატარდება.

პროექტის ინიცირების სტადიაზე, მიზნების და ამოცანების გაცნობის მიზნით, პედაგოგი ფიქრია ხაჭაპურიძე სკოლის ადმინისტრაციას და მეშვიდე კლასის დამრიგებლებს შეხვდა.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება