სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას ნიშნავს „ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამა“ და ვინ არიან ამ პროგრამით მოსარგებლეები
29-01-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სკოლაში დასაბრუნებლად „ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას“ ახორციელებს. პროგრამის ბენეფიციარები არიან მიუსაფარი ბავშვები (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები). შესაძლოა პროგრამაში ჩაერთონ სხვა მოწყვლადი ჯგუფის სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები.

დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პროგრამა 6 მიმართულებით განხორციელდება:

  1. აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობა
  2. აკადემიური უნარების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს წერა-კითხვის და ანგარიშის სწავლასაც.
  3. სპორტული და კულტურული ღონისძიებები;
  4. პროფორიენტაციის მხარდაჭერა;
  5. სკოლის გაძლეირების ხელშეწყობა, რომელშიც ჩაერთვებიან საჯარო სკოლის დირექტორები და მასწავლებლები.
  6. საინფორმაციო კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ბავშვის განათლების უფლების და მოწყვლადი ბავშვების საჭიროებების მიმართ.

პროგრამაში ბენეფიციარები ირიცხებიან მიუსაფარი ბავშვების სერვისების მომართვის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის საგანმანათლებლო საჭიროებები შეფასდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, მომსახურების მომწოდებელი კომპანია განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეარჩევს და დაიქირავებს მასწავლებლებს, ტრენერებს, კონსულტანტ ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს და ა.შ.

სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ამ პროგრამის განხორციელებით შესაძლებელი გახდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ჩარიცხვა სკოლაში ან პროფესიულ პროგრამებზე, სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესებსა და თანატოლების საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემების დაძლევა, სწავლის მოტივაციის სტიმულირება, პიროვნული ზრდა-განვითარება.

„შესაძლებელი უნდა გახდეს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ინტეგრაციის ბარიერების შემცირება საჯარო სკოლაში პედაგოგების, ადმინისტრაციის წამომადგენლებისა და სკოლის მოსწავლეთა მაქსიმალური მზაობით მოწყვლადი ჯგუფის ბავშვთა მიმღებლობისთვის, მათ მიმართ საზოგადოების შემწყნარებლობის გაღვივებით და სტიგმის დაძლევით“, - ვკითხულობთ პროგრამის დოკუმენტებში.

ამ პროგრამის განხორციელებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022-2023 წლებში 350 ათას ლარს დახარჯავს.

შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ გასული წლის გაზაფხულზე პირველად დათვალა საქართველოში  სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, რაც პირველადი მონაცემებით დაახლოებით 10 000 ბავშვს შეადგენდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება