სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 რჩევა მასწავლებლებს - როგორ მოვუაროთ თვალებს კომპიუტერთან მუშაობისას
09-01-2022
-
+


ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ოფისში, დიდ დროს ატარებენ კომპიუტერის ეკრანთან და განსაკუთრებით მასწავლებლებს, რომლებსაც პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლით ასევე გაეზარდათ კომპიუტერთან მუშაობის დრო, მხედველობის დაცვა განსაკუთრებით სჭირდებათ.

კაშკაშა ციფრულ ეკრანზე ყურებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მხედველობასა და ჯანმრთელობაზე, რაც ხშირად იწვევს თვალის დაძაბვას. ამერიკის ოფთალმოლოგიურმა ასოციაციამ (AOA) 2015 წელს ჩატარებულ კვლევაში დაადგინა, რომ მოზრდილი ადამიანების 58% განიცდის თვალის დაძაბვას კომპიუტერთან ძალიან დიდი დროის გატარების გამო.

პანდემიამ კი კიდევ უფრო გაზარდა დრო, რომელსაც მასწავლებლები კომპიუტერებთან ატარებენ იქნება ეს ონლაინ გაკვეთილები თუ სხვა სახის ყოველდღიური მუშაობის პროცესი, ამიტომ საჭიროა მიიღოთ ზომები, რომ მხედველობა არ დაგიზიანდეთ. ქვემოთ მოცემული ხუთი რჩევა კი ამაში დაგეხმარებათ:

1.თქვენი კომპიუტერის ეკრანი ისე არ უნდა ანათებდეს, რომ ყოველი ჩართვისას თვალი მოგჭრათ. ამიტომ მუშაობის დაწყებამდე დაუთმეთ რამდენიმე წუთი კომპიუტერის პარამეტრებში შესვლას და დაარეგულირეთ მისი სინათლე - ისე რომ არც ძალიან კაშკაშებდეს და არც ბნელი იყოს. შეეცადეთ ეკანის განათება იყოს გარემოს შესაბამისი. მაგალითად თუ ფანჯარასთან ზიხართ გამორთეთ განათება, სამუშაო მაგიდაზე დამატებითი განათების დამატება კიდევ ერთი გზაა გამოსახულების მკაფიოდ აღსაქმელად. შეგიძლიათ ასევე თქვენს კომპიუტერს დაუყენოთ დამცავი ეკრანი. გამოიყენეთ ეს ტაქტიკა თქვენს სხვა ეკრანიან ელექტრონულ მოწყობილობებზეც, რომელსაც სამუშაო პროცესში ასევე იყენებთ;

2.ადრე ბავშვობაში ყველას გვეუბნებოდნენ, რომ არ დავმჯდარიყავით ტელევიზორის ეკრანთან ახლოს, დღეს ეს რჩევა შეგვიძლია გამოვიყენოთ კომპიუტერის შემთხვევაში. როგორც აშშ-ს ოფთალმოლოგიურ ასოციაციაში აცხადებენ, სასურველია თქვენი კომიუტერის ეკრანიდან 1-2 მეტრი მაინც გაშორებდეთ. თუ ამ მანძილზე ეკრანზე ტექსტის დანახვა გიჭირთ, ნუ დაძაბავთ თვალებს და მიუახლოვდებით ეკრანს. ამის ნაცვლად, გაადიდეთ ეკრანები ისე, რომ ისინი 100%-ზე მეტი იყოს და უფრო ადვილად დაინახოთ. ასევე დაგეგმეთ ვიზიტი  სპეციალისტთან, რომ გამორიცხოთ სათვალის საჭიროება ან პირიქით.  შეიძლება უბრალოდ დაგჭირდეთ საკითხავი ან კომპიუტერის ეკრანის გამოსხივებისგან დამცავი სათვალე;

3. მუშაობის დროს, დაახლოებით ყოველ 20 წუთში შეხედეთ რაღაცას (არა ეკრანს) დაახლოებით 5-6 მეტრის მოშორებით და ნელა დათვალეთ 20-მდე. ამით თქვენს თვალებს მისცემთ დასვენების საშუალება. ეს პრაქტიკა ეხმარება თქვენს თვალებს ეკრანზე ფოკუსირების დროს ზედმეტი დაძაბვისგან დაიმახსოვრე, „შესვენებები“, რომლის დროსაც თქვენი ტელეფონი უნდა შეამოწმოთ,  არ ითვლება! ასევე შეგიძლიათ ადგომა და ოფისში ერთი წუთით გასეირნება. ეს მისცემს თვალებს დასვენების დროს, მოახდენთ გონების სწრაფ შესვენებას, ეს კარგია ზოგადად ჯანმრთელობისთვისაც;

4.გინდ დაიჯერეთ თუ არა, ჯდომამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თვალების დაძაბვაზე. მოსახერხებლად ჯდომა ამცირებს მთლიან დატვირთვას თქვენს სხეულზე და გეხმარებათ დაისვენოთ. თუ არასასიამოვნო პოზაში ზიხართ, შეიძლება დაძაბულობა გქონდეთ მხრებში ან დაძაბოთ კისერი. ეს საერთო დაძაბულობა სტრესს აყენებს თქვენს სხეულს. დარწმუნდით, რომ მუშაობისას გაქვთ მოსახერხებელი სკამი. ასევე ყურადღება მიაქციეთ თქვენი თავის, კისრის და თვალების პოზიციას, როდესაც უყურებთ კომპიუტერის ეკრანს. ექსპერტები გვირჩევენ, რომ კომპიუტერის მონიტორი იყოს პირდაპირ წინ და მხედველობის ხაზის ოდნავ ქვემოთ, ეს საშუალებას მოგცემთ დაასვენოთ კისერი, სანამ ეკრანს უყურებთ;

5.კარგი მხედველობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია თვალის რეგულარული გამოკვლევები, ეს უნდა იყოს თქვენი ყოველწლიური ჯანდაცვის რუტინის ნაწილი. ამ რეგულარული შემოწმების გარდა, თუ გრძნობთ, რომ თვალები გეძაბებათ, კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულების გარჩევა გიჭირთ და ასევე ხშირად გტკივათ თავი, აუცილებლად მიმართეთ თვალის ექიმს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადრე თვალზე არასდროს არ გქონიათ პრობლემა. მხედველობა შეიძლება შეიცვალოს ასაკთან ერთად და დაგჭირდეთ სათვალეები. იმ შემთხვევაში თუ კოვიდიც გადაიტანეთ, ეს შეიძლება მხედველობის გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი იყოს. თვალების სიმშრალე კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომია იმ ადამიანებში, რომლებიც ძირითადად კომპიუტერთან მუშაობენ. თვალის ექიმთან შეარჩიეთ შესაბამისი წვეთები, რომელიც ამ პრობლემას მოგიგვარებთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება