სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი მრავალფეროვანი აქტივობებით იზეიმეს
05-01-2022
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს პედაგოგებმა და დირექციამ აქტივობა - „თუ სანტა ჩემს ბუხარში ჩამოძვრებოდა მე...“ შესთავაზეს.

„ჩვენმა პატარებმა გულწრფელი სურვილები გაუმხილეს სანტას: მე მას ჩავეხუტებოდი და ჩემს სურვილებს გავანდობდი, საშობაო ნამცხვარს გავასინჯებდი, საღამოს დავიტოვებდი და დილას კი გზას დავულოცავდი.. ვკითხავდი, მართლა ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობ? როგორ ახერხებ ყველასთვის საჩუქრის მიტანას? საჩუქრებს მაღაზიაში ყიდულობ? ვთხოვდი პულტიან მანქანას, ჩემი ოჯახისთვის ბედნიერებას, კოვიდის მალე დამთავრებას და ჩემი სკოლა მალე აშენებულიყოს​. დაე, ყველა პატარას სურვილები და ოცნებები ახდენილიყოს 2022 წელს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მე - 6 კლასის მოსწავლეებმა კი ინგლისურ ენაზე კედლის გაზეთი გამოსცეს.

„მე - 6 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ მოგვილოცეს 2022 წელი! ამჯერად ინგლისურ ენაზე გამოსცეს კედლის გაზეთი- „სურვილების ახდენის, უდიდესი სიყვარულის, ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის“ - გვისურვებენ პატარები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლეების მონაწილეობით მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა სცენაზე სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.

„გილოცავთ 2022 წელს! საოცარი ბავშვები სცენიდან სითბოს, სიყვარულს და უსაზღვრო ბედნიერებას გულწრფელად უსურვებდნენ დამსწრე საზოგადოებას და მთელს ქვეყანას! ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით და იუმორისტული ნომრებით წარსდგნენ და კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაწერეს ჩვენი სკოლის ისტორიაში. მადლობა თითოეულ მათგანს, ნანა მასწავლებელს და სკოლის დირექციას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. ბედნიერი ყოფილიყოს 2022 წელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება