| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სერტიფიცირებული პედაგოგები, სტატუსის შესაბამისად, პრივილეგიით სარგებლობენ. საათების განაწილების დროს, გაკვეთილები ჯერ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს უნდა გაუნაწილდეთ, შემდეგ კი პრაქტიკოს, მაძიებელ ან მოწვეულ მასწავლებლებს. სკოლის დირექცია ვალდებულია, სერტიფიცირებული მასწავლებელი სრული დატვირთვით დაასაქმოს (თუ ამის საშუალება არის), წინააღმდეგ შემთხვევაში, არასრულ საათებზე პედაგოგი სტატუსის დანამატს ვერ მიიღებს.
სრული დატვირთვა დაწყებითი კლასის მასწავლებლისთვის, რომელსაც კომპეტენცია კომბინირებული გამოცდით აქვს დადასტურებული, 13 საათია. მათ, ვისაც დაწყებითი I-IV გამოცდა აქვთ ჩაბარებული, ქართული ენის, მათემატიკისა და ბუნების სწავლების უფლება აქვთ და 13 საათზე სტატუსის სრულ დანამატს მიიღებენ. დანარჩენი მასწავლებლებისთვის კი, რომლებსაც კომპეტენცია ერთ რომელიმე საგანში აქვთ დადასტურებული, სრული დატვირთვა კვირაში 15 საათია.
საათების განაწილება, ძირითადად, კათედრაზე უნდა ხდებოდეს, შემდეგ კი სკოლის დირექციასთან თანხმდებოდეს. კათედრის შეკრების დროს არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები ვერ თანხმდებიან და ისინი იმაზე მეტ საათს მოითხოვენ, ვიდრე სტატუსის დანამატის მისაღებადაა საჭირო.
კვირაში რამდენი საათის ჩატარების უფლება აქვს სერტიფიცირებულ მასწავლებელს?
სერტიფიცირებულ მასწავლებელს კვირაში 25 საათის ჩატარების უფლება აქვს. ისინი კვირაში 19-25 საათის ჩატარების შემთხვევაზე ზეგანაკვეთურ დანამატსაც მიიღებენ. სწორედ ამიტომ, პედაგოგს ურჩევნია, თავი დაიტვირთოს და შედარებით მეტი ანაზღაურება მიიღოს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია კოლეგიალობის უნარიც და სერტიფიცირებული მასწავლებლების თანაბარუფლებიანობა. თუ ერთი და იმავე სკოლაში ერთი საგნის რამდენიმე პედაგოგია, უმჯობესია, მათ ჯერ სრულ დატვირთვამდე შეივსონ საათები, რათა ყველამ შეძლოს სტატუსის დანამატის მიღება, შემდეგ კი დამატებითი საათების განაწილებისას ერთმანეთში შეთანხმდნენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ