TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

სემესტრული შეფასების კორექტირება მასწავლებლებს დღეიდან 11 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ - „ემისი“ განცხადებას ავრცელებს
29-12-2021
-
+


„ემისი“ მასწავლებლებს მიმართავს და ელექტრონულ ჟურნალში სამუშაოდ ინსტრუქციებს კიდევ ერთხელ აძლევს. პედაგოგებს ჟურნალში ცვლილებების შეტანა და დადასტურება საახალწლო არდადეგებზეც შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საგნის მასწავლებელი ვერ შეძლებს შეფასებების ასახვას ელექტრონულ ჟურნალში წაშლილი გაკვეთილების გამო (წაშლის მიზეზი შესაძლებელია იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სკოლის სწავლების ტიპის არასწორად შეცვლა, წაშლა და ა.შ.), მასწავლებელს უფლება აქვს თავად დააკორექტიროს და შეიტანოს მოსწავლის სემესტრული შეფასება 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათამდე და დაადასტუროს. ჟურნალის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე.

 „ძვირფასო მასწავლებლებო,

მოგეხსენებათ, რომ „საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების განსხვავებული თარიღის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 22 დეკემბრის N1402796 ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2021-2022 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები განისაზღვრა 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით. შესაბამისად 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასრულდა 2021 წლის 28 დეკემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ელექტრონულ ჟურნალში უნდა უზრუნველყონ მოსწავლეების შეფასებებისა და დასწრების ასახვა.

მას შემდეგ, რაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ყველა მოსწავლის ჭრილში ზუსტია, მათ უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დადასტურება N1 დანართით წარმოდგენილი ინსტრუქციის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ ჟურნალის დადასტურების ფუნქცია უკვე აქტიურია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის და დადასტურების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 იანვარი. აქვე გაცნობებთ, თუ მასწავლებელი აღნიშნულ რიცხვამდე არ უზრუნველყოფს ჟურნალში ინფორმაციის დროულ ასახვასა და მის დადასტურებას, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე.

გაცნობებთ, რომ ელექტრონული ჟურნალი სემესტრულ შეფასებას ითვლის მასწავლებლების მიერ ასახული შეფასებების (შემაჯამებელი დავალება/შემაჯამებელი დავალების აღდგენა, დამოუკიდებელი სამუშაო/საშინაო დავალება, საკლასო დავალება) საფუძველზე, რომელთაც ელექტრონულ ჟურნალში მონიშნული აქვთ ღილაკი „მონაწილეობს სემესტრული ნიშნის გამოთვლაში“. შესაბამისად, თუ მასწავლებელი მიიჩნევს, რომ მოსწავლის სემესტრული შეფასება არ არის ზუსტი, მან უნდა გადაამოწმოს N2 დანართით განსაზღვრული პირობები და იმოქმედოს აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საგნის მასწავლებელი ზემოხსენებული ინსტრუქციის შესაბამისად ვერ შეძლებს შეფასებების ასახვას ელექტრონულ ჟურნალში წაშლილი გაკვეთილების გამო (წაშლის მიზეზი შესაძლებელია იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სკოლის სწავლების ტიპის არასწორად შეცვლა, წაშლა და ა.შ.), მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით, მასწავლებელს უფლება აქვს თავად დააკორექტიროს და შეიტანოს მოსწავლის სემესტრული შეფასება N3 დანართით წარმოდგენილი ინსტრუქციის შესაბამისად 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათამდე და უზრუნველყოს ჟურნალის დადასტურება, ჟურნალის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, აღნიშნული ფუნქციონალის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ზემოხსენებული ვითარების შემთხვევაში, ვინაიდან სხვა შემთხვევებში ელექტრონული ჟურნალი იძლევა შესაძლებლობას მასწავლებელმა ასახოს შეფასებები (შემაჯამებელი დავალება/შემაჯამებელი დავალების აღდგენა, დამოუკიდებელი სამუშაო/საშინაო დავალება, საკლასო დავალება) გასული თარიღით მოთხოვნების ფუნქციის გამოყენებით (იხ. დანართი N4). შესაბამისად, ელექტრონული ჟურნალი გადაითვლის ახლადასახული შეფასებების საფუძველზე მოსწავლის სემესტრულ შეფასებას მათი ასახვიდან არაუგვიანეს 24 საათში (სინქრონიზაციის დასრულებისთანავე).

გისურვებთ წარმატებებს!“ - წერია ინფორმაციაში.

დეტალური ინსტრუქციებისთვის:

იხილეთ დანართი N1
იხილეთ დანართი N2
იხილეთ დანართი N3
იხილეთ დანართი N4


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ახალი პროექტი საჯარო სკოლებისთვის - სამინისტრომ მოსწავლეებისთვის განახლებული მოდული შეიმუშავა

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე

ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

სკოლებში ბიბლიის კითხვასა და ლათინური ენის სწავლებას აბრუნებენ - იტალიის განათლების სამინისტრო ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე მუშაობს

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეებმა ხოტბა შესახებ წელიწადის ამ უმშვენიერესი სეზონის სილამაზესა და მრავალფეროვნებას

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლუსინე პაპოიანთან ერთად, ლამაზი ღონისძიება გამართეს

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება