სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
29-12-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა Vბ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

აღსანიშნავი, რომ ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი დოდო ხაჩიძეა, ხოლო დამრიგებელი თამარ გრიგოლია.

„კომპლექსური დავალების პირობა ასეთი იყო: „სახელმძღვანელოში მოცემული სულხან-საბა ორბელიანისა და აკაკი წერეთლის იგავ-არაკებიდან აირჩიე სასურველი და შექმენი პოსტერი, რომელზედაც ასახავ იგავ-არაკის შეგონების შენეულ გაგებას“. მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს იგავ-არაკები, გამოკვეთეს შეგონებები: „არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია" („ძუნწი და ოქრო"), „მათ, ვისაც შენი არ ესმის, სჯობს, საერთოდ გაეცალო"(„ძაღლი და ცხვრები"), „გაუსინჯავად ნურაფერს იზამ, თორემ ბოლოს დაინანებ"(ვირი, ვეფხვი, მელა და  მგელი"), „გადაგვარების მოსურნე ბუნებისაგან კრულია" („ღამურა"), „რასაც გარჯის გარეშე მოიპოვებ, ვერ გამოიყენებ და ადვილად დაკარგავ“ („მეფე და მჭედელი"). ჯგუფებმა წარმოადგინეს შესრულებული დავალების პრეზენტაციები, შეაფასეს როგორც საკუთარი, ასევე ერთმანეთის ნაშრომები. გაკვეთილი დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ და დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძემ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება