სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბო N1 სკოლის მოსწავლეებმა წყლის ბორბლის მოდელები შექმნეს - მე-8 კლასში კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი ჩატარდა
28-12-2021
-
+


ოტია იოსელიანის წყალტუბო N1 საჯარო სკოლის მე-8ბ კლასში, ფიზიკაში კომპლექსური დავალების - „წყლის ბორბალი“, დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი ირინა ალავიძე გახლავთ, ხოლო კლასის ხელმძღვანელი ლელა მანდარია.

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოსწავლეებმა პრეზენტაციები Power-Point -ის საპრეზენტაციო მასალის და პოსტერების ფორმით წარადგინეს, რომელშიც ჩანდა, რომ კომპლექსურ დავალებაში დასამუშავებელი საკითხების ურთიერთკავშირი სიღრმისეულად ჰქონდათ გააზრებული. ასევე, წარადგინეს მათ მიერვე შექმნილი წყლის ბორბლის ფიზიკური მოდელები, ახსენეს მისი მუშაობის პრინციპი, იმსჯელეს წყლის ბორბალზე, როგორც მარტივ მექანიზმზე და მისი საშუალებით ენერგიის გარდაქმნაზე - რა სიდიდეებზეა დამოკიდებული ბორბლის სასარგებლო მუშაობა.

მონდომებულმა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა ასევე, ისაუბრეს წყლის ენერგიის გამოყენებაზე უძველესი დროიდან დღემდე, წყლის ენერგიაზე მომუშავე მექანიზმების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა სამუშაოს შესრულება შეუძლია, როგორ ხდება ბორბლის გამოყენებით ყოფა-ცხოვრებაში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა. 

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფის წევრები, რომლებმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:









კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება