სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, სპორტული ღონისძიებები იმართება
28-12-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამისთვის სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები იმართება. მოსწავლეები ერთმანეთს მძლეოსნობაში, ფრენბურთსა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ.

მძლეოსნობაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის მე-6დ კლასის გუნდმა, ხოლო საშუალო საფეხურზე მე-8ბ კლასის გუნდმა გაიმარჯვა. 

ფრენბურთში ფინალში ერთმანეთს მე-9ა და მე-10ბ კლასის გუნდები შეხვდნენ, სადაც მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს, ხოლო მინი ფეხბურთში პირველობა მე-6გ კლასის გუნდმა მოიპოვა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და წარმატებებს უსურვებს.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში არ წყდება სპორტული ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას იღებენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის გოგო-ბიჭები.
ჩატარდა შიდა-სასკოლო პირადი გუნდური ფესტივალი მძლეოსნობაში მე-5, მე-6 და მე-7, მე-8, მე-9 კლასელთა შორის. შიდა სასკოლო შეჯიბრებიდან კლასების მიხედვით შეირჩა საუკეთესო გუნდი 3 გოგოსა და 3 ვაჟის შემადგენლობით, რომლებმაც ფინალურ შეჯიბრებაზე მიიღეს მონაწილეობა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შორის უკეთესი შედეგით ჩემპიონის ტიტული და გარდამავალი თასის მფლობელი გახდა მე-6დ კლასის გუნდი (დამრიგებელი-სალომე საგანელიძე).
საშუალო საფეხურის მოსწავლეებიდან ფინალი ჩატარდა მე-7ბ ,მე-8ბ და მე-9გ კლასების მოსწავლეებს შორის ფინალურ გარბენში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა მე-8ბ კლასის გუნდმა (დამრიგებელი ნელი სიმონიშვილი), რომლებმაც 43 მეასედი წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მე-9გ კლასის გუნდს, ხოლო მე-7ბ კლასი მესამე ადგილით დაკმაყოფილდა. გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით დააჯილდოვა სპორტის მასწავლებელმა ბესიკ ჯანელიძემ.
მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში ერთმანეთს გაეჯიბრნენ ფრენბურთში. ფესტივალი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით. ფინალურ ეტაპზე მე-9ა და მე-10ბ კლასის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მე-10ბ კლასის (დამრიგებელი მაია ნიკოლაძე) გამარჯვებით დასრულდა, რომელიც სკოლის გარდამავალი თასით იქნა დაჯილდოებული.
მე-5, მე-6 კლასელბი ერთმანეთს მინი ფეხბურთში ეჯიბრებოდნენ როგორც ფეხბურთს სჩვევია ყველა შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ფინალში ერთმანეთის პირისპირ მე-5ბ და მე-6გ კლასის გუნდები დაწყვილდნენ. საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება გასული წლის ვიცე ჩემპიონ მე-6გ კლასის გუნდს ხვდა (დამრიგებელი ვახტანგ შარადენიძე), რომელიც სპორტის პედაგოგმა, გულნარა ბზიკაძემ, გარდამავალი თასით დააჯილდოვა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება