სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„2021 წლის დასასრულს სკოლის ყველა მასწავლებელი​ ​სერტიფიცირებულია“ - ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლა წელს წარმატებით ასრულებს
27-12-2021
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლა 2021 წელს წარმატებით ასრულებს. სკოლის ღირსეული პედაგოგები მოსწავლეებისთვის ცოდნის გადასაცემად არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა თუ ღონისძიებას ახორციელებდნენ. მოსწავლეებიც, თავის მხრივ სკოლის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში დიდი ინტერესით ერთვებოდნენ.

2021 წელს დირექტორი მაია ახალაია აჯამებს და სკოლის შესახებ არაერთ მნიშვნელოვან ინფორცმაციას აჟღერებს.

„სკოლის ყველა მასწავლებელი​ 2021 წლის დასასრულს სერტიფიცირებულია და მთელი პედაგოგიური კოლექტივი მუშაობას აგრძელებს. სკოლას ამავე სკოლის კურსდამთავრებული ორი პედაგოგი - მაძიებელ მასწავლებლად შეემატა, რომელთაც საგანი 10 ქულაზე ჰქონდათ ჩაბარებული; ასევე აღსანიშნავია, რომ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით სწავლა ძირითადად საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა. სასკოლო პროექტის - „ჩემი თემის“, ფარგლებში მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს სოფლის  ღირსშესანიშნაობები - დაათვალიერეს, აღწერეს და მოაწყვეს პრეზენტაციები.14 აპრილს დაგეგმილია დიდი ღონისძიება, რომელიც მოიცავს: პოეზიის საღამოს, გამოფენას და კონკურსს დედაენის თემაზე. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად გააკეთეს ხელნაკეთი სათამაშოები და საახალწლო აქსესუარები. შევქმენით საახალწლო ნაძვის ხის იმიტაცია კედელზე. მოსწავლეებში პიროტექნიკის უარყოფით მხარეებზე აგიტაცია ჩავატარეთ, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნულია სკოლის დირექტორის, მაია ახალაიას განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება