სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა კინოთეატრში ნანახი ფილმის განხილვა-პრეზენტაცია მოაწყვეს
15-12-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა კინოში ფილმი „ხაფანგი მშობლებისთვის“ ნახეს. 

მოსწავლეებმა სკოლაში უდევს ერიხ კასტნერის ნოველა „ტყუპთა ოინები“ შეისწავლეს, ფილმის ნახვის იდეაც სწორედ ამის შემდეგ დაებადათ. აღსანიშნავია, რომ „ხაფანგი მშობელებისთვის“ სწორედ ამ მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. 

ფილმის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა დისკუსია კლასში გააგრძელეს, მათ ტყუპების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს და ფილმში ასახული მოვლენებიც განიხილეს.

„სკოლის მე-6 კლასი (დამრიგებელი: სალომე საგანელიძე) იმყოფებოდა ფილმის სანახავად კინოში. კლასი გაეცნო ცხოვრებისეულ და სიუჟეტურ ფილმს „ხაფანგი მშობლებისთვის“.

მოსწავლეებმა სკოლაში შეისწავლეს მოთხრობა და ფილმის ნახვის იდეაც მაშინვე დაიბადა.
ფილმი, „ხაფანგი მშობლებისათვის“ გადაღებულია 1961 წელს და საფუძვლად უდევს ერიხ კასტნერის ნოველა „ტყუპთა ოინები“.
ფილმის ნახვის შემდეგ კლასში გაიმართა დისკუსია პატარა გოგონების ქმედებების შესახებ. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და ისაუბრეს ტყუპი გოგონების საქციელზე. რამდენად სწორი და მიზანმიმართული იყო მათი ქმედებები, რა მთავარი აზრი და დანიშნულება ჰქონდა ნასწავლსა და შემდეგ ნანახს. მოსწავლეები შეთანხმდნენ და აღიარეს რომ მიუხედავად ასაკისა, ადამიანს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი დასახული მიზნის მისაღწევად (გოგონების მიზანი კი მშობლების კვლავ გაერთიანება იყო). ფილმის მთავარი დედააზრიც სწორედ ეს იყო. ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია და ოცნებების ახდენაც შესაძლებელია თუ ადამიანს ეს ნამდვილად გულით სურს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება