სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე სკოლის ისტორიაში“ - სავანეთის საჯარო სკოლამ მნიშვნელოვანი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
08-12-2021
-
+


7 დეკემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში პროექტზე - „SHE's GREAT!“, მუშაობა დამთავრდა და შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მარნეულის „ჩაის სახლში“ გაიმართა. ღონისძიებაზე მისასვლელად გამოიყო კომფორტული ტრანსპორტი, რომელშიც „გატესტილი“ მგზავრები განთავსდნენ: მშობლები, მასწავლებლები, მონაწილე ბავშვები და პროექტში არა ჩართული მოსწავლეებიც. გარემო მეტად სასიამოვნო იყო, გაფორმებული მოსწავლეთა ნამუშევრებით. გამოვლინდნენ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც საჩუქრები და სიგელები საზეიმოდ გადაეცათ.

„პროექტის დამფინანსებელი ამერიკული ორგანიზციაა. შემაჯამებელ ღონისძიებას უძღვებოდნენ პროექტის ფასილიტატორები: გვანცა დავითელაშვილი და თემურ სუყაშვილი; სამადლობელო სიტყვა წარმოთქვეს: ნატო გამცემლიძემ, ნინი კალაძემ, იყვნენ გერმანელი სტუმრებიც. აღინიშნა ის შრომატევადი სამუშაო, რაც მათ გასწიეს სავანეთის სკოლაში. აჩვენეს სლაიდი, წარმოადგინეს ანგარიში მათი მუშაობის შესახებ, ასევე  მედიარესურსი, რომელშიც ჩვენი მოსწავლეები იყვნენ ჩაწერილნი და პასუხობდნენ კითხვებს. სამადლობელო სიტყვა წარმოთქვა სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ინგამ და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ლამზირა ოსეფაშვილმა. საზეიმო შეხვედრა სულ 2 საათს გაგრძელდა. მოსწავლეებს გაუმასპინძლდნენ არაჩვეულებრივი სამზარეულოთი. ეს იყო ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე სავანეთის სკოლის ისტორიაში. წამოსვლისას კი სამოქალაქო კლუბს შემდგომი მუშაობისთვის გადაეცა საკანცელარიო ნივთები“, - წერს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება