სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეს პროექტი მოტივაციაა, განსაკუთრებით როდესაც პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება“ - ისანი-სამგორის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური დასრულდა
07-12-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანია მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მისი დახმარებით მოსწავლეები  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თბილისელი მოსწავლეებისთვის  ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ისანი-სამგორის რაიონის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე  ისანი-სამგორი რაიონის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

მარინე ჯარმელიშვილი, თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მხოლოდ მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის კი არ არის საინტერესეო „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი, არამედ ნებისმიერ ადამიანისთვის, ვინც ცოდნას აფასებს. ნებისმიერი მსგავსი ტიპის აქტივობა არის წამახლისებელი მოსწავლეებისთვის, ხელს უწყობს მათ ინტელექტუალურ განვითარებას. ეს პროექტი მოტივაციაა, განსაკუთრებით როდესაც პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება და სკოლები ძალიან შეზღუდული ვართ აქტივობების მხრივ. განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის, ამიტომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც ამ საქმეს ხელს შეუწყობს დასაფასებელია“.

ნანა ქაჯაია, თბილისის N86 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა ერთგავრი მოლოდინის რეჟიმშია, რადგან ახალი სკოლა აგვიშენდა და ველოდებით იქ გადასვლას, ჯერჯერობით ისევ ძველ შენობაში ვართ, ამიტომ უკეთესად გვინდა რომ იყოს ყველაფერი და მათ შორის „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში უფრო სრულფასოვნად ჩავერთოთ, ვფიქრობ უფრო მეტიც შეიძლება გაკეთდეს. ალბათ ფსიქოლოგიური განწყობაც არის, უკეთესის მოლოდინი. დიდი მადლობა „ეტალონს“ და იმედია უკეთესად გამოგვივა, როცა ჩვენს ბუდეში დავბრუნდებით.“

მიხეილ ჩიქოვანი, თბილისის N92 საჯარო სკოლის დირექტორი:

„რასაც სწავლა, ცოდნა და ინტელექტი სჭირდება, ბავშვს შრომას აჩვევს ყველა აქტივობას მივესალმებით, მათ შორის „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატს, რომელიც არის მოსწავლისთვის წამახალისებელიც და გონების სავარჯიშო. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ არის უფასო და სრულიად ხელმისაწვდომია. მადლობა საინტერესო პროექტისთვის“.


დავით ბრეგვაძე, თბილისის N172 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ნებისმიერი აქტივობა, რაც მოსწავლეების განვითარებას ემსახურება იქნება ეს მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებისთვის, მათ შორის გამორჩეულია „ეტალონი“, მოსწავლეები ერთვებიან ამ ინტელექტ-ჩემპიონატში, ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება და სურვილია. მით უმეტეს პანდემიის პირობებში ბავშვებისთვის რაღაც სიახლე ყოველთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ნებისმიერ პოზიტიურ წამოწყებას.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება